Home » ეკონომიკა » „ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანასთან ერთად, ეკონომიკის მეტი თვითკმარობის და დასაქმების ზრდის ამოცანაც დგას დღის წესრიგში“

„ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანასთან ერთად, ეკონომიკის მეტი თვითკმარობის და დასაქმების ზრდის ამოცანაც დგას დღის წესრიგში“

„ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანასთან ერთად, ეკონომიკის მეტი თვითკმარობის და დასაქმების ზრდის ამოცანაც დგას დღის წესრიგში“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” ცუცქირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან რეზონანსული იქნებოდა და მედიის დღის წესრიგსაც განსაზღვრამდა, მაგრამ თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელებს და ოპომედიას განსაკუთრებით,  იმაზე კი არ მიდის მსჯელობა, რა გააკეთა ან თუნდაც ვერ გააკეთა ან რისი გაკეთება შიეძლო, არამედ წავიდა ამჯერად თუ არ წასულა,  ამითაც ჩანს ამ ოპოზიციის დიდი ნაწილის პრიმიტივიზმი.

არადა თავად პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გარკვევით თქვა თუ რატომ წავიდა პოლიტიკიდან და რა განსხვავებაა მის პირველ წასვლასთან შედარებით.

ან მეტი რაღა ან სხვანაირად როგორ უნდა ეთქვა, რომ აღარ აპირებს  კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის და საჯაროობასაც წყვეტს, რადგან თვლის, რომ ოცნების გუნდი, როგორც საპარლამენტო ასევე სამთავრობო, დღეს მზად არის  იმ ამოცანების გადასაწყვეტად, და სათანადო ფილტრების მოსარგებლად, იმ გამოწვევებთან, რომლებიც დგას ქვეყნის წინაშე.

ორ ფერში ყველაფრის დანახვა, არა მხოლოდ კრეატივის სიმცირის, ასევე პრიმიტივიზმის ნიშანია.

ეს ოპოზიცია კი, რომელიც ოპონირების ხარისხთან  მწყრალად არის, მიუხედავად გაჯიქებისა, აგერ ვნახავთ თებერვალში როგორ შელაგდება პარლამენტში!

ოპოზიციის და ოპონირების პრობლემა ნამდვილად არის ქვეყანაში, რაც კარგი სულაც არ არის, თუმცა ეს მართლა “ქარაქუცა ოპოზიცია”  დატოვა რა მარჩიელობის რეჟიმში,  მათი ჩანაცვლებაც დაანონსა 2024 წლისათვის!

ბუნებრივია, უახლოესი  ოთხი წელი გამოწვევების წელი იქნება, ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანასთან ერთად, ეკონომიკის მეტი თვითკმარობის და დასაქმების ზრდის ამიცანაც დგას დღის წესრიგში, ვაქცინაციის ჩატარება და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასთან ერთად.

რაც მთავარია, ის დარწმუნებულია,  გარდა იმისა, რომ გუნდი შიდა ოპონირებასაც წარმატებით შეძლებს,  თავად საზოგადოება არის მზად, როგორც თავისუფალ არჩევანში, ასევე მთავრობის კონტროლის თვალსაზრისით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ეს ჩვენ ცხადად ვნახეთ, თუნდაც ამ საპარლამენტო არჩევნებისას, როდესაც უარი თქვა ყოველგვარ რევოლუციურ სცენარზე და დესტაბილიზაციის მხარდაჭერაზე, ნაცოპოზიციის რადიკალიზაციის მიუხედავად!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

Share