Home » საზოგადოება » ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გურამ გურამიშვილი დაინიშნა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გურამ გურამიშვილი დაინიშნა

სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი, გურამ გურამიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995 – 2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share