Home » საზოგადოება » „ეკონომიკის განვითარების შესახებ ყველა დაპირება უბრალოდ დაბოლებაა, თუ საბანკო ლობის არ მიუჩინეს ადგილი“
„ეკონომიკის განვითარების შესახებ ყველა დაპირება უბრალოდ დაბოლებაა, თუ საბანკო ლობის არ მიუჩინეს ადგილი“

„ეკონომიკის განვითარების შესახებ ყველა დაპირება უბრალოდ დაბოლებაა, თუ საბანკო ლობის არ მიუჩინეს ადგილი“

“ყველა დაპირება ეკონომიკის განვითარებისა უბრალოდ დაბოლებაა, თუ საბანკო ლობის არ მიუჩინეს ადგილი”, – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“ეკონომიკის განვითარების ყველა დაპირება უბრალოდ დაბოლებაა, თუ საბანკო ლობის არ მიუჩინეს ადგილი.

სახეზე გვაქვს;

1. ოლიგოპოლიური საბანკო სისტემა და ეკონომიკის გაპარტახებული რეალური სექტორი;
2. კომერციული ბანკების არაპროფილური ბიზნესები; საამშენებლო სექტორში, სამედიცინო და სადაზღვეო სფეროში, საფინანსო სექტორი , სუპერმარკეტების ქსელები და სხვა;
3. ბანკების მიერ „დაპყრობილი“ საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების გარეშე;
4. დამკვიდრებული არაკონკურენტული გარემო;
5. ოლიგოპოლიური მდგომარეობა ნავთობისა და ყველა დიდ ბიზნესში;
6. უცხოური ინვესტიციები ძირითადათ მიმართულია სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და არა ეკონომიკის ბიზნეს-სექტორში;

ეს მხოლოდ ნაწილია (მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი) იმ პრობლემებისა, რომლებიც ხელს უშლიან ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების პროცესს.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების დაწყება, არ დაიჯეროთ მანამ, სანამდე არ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში.

ყველაფერი ზემოაღნიშნულის მიღწევა კი შეუძლებელია რეალური პროფესიონალების ჩართვის გარეშე – და არა პარლამენტში მოკალათებული საბანკო ლობის ჩართულობით.

საინვესტიციო გარემოსათვის ადეკვატური საკანონმდებლო სივრცის უქონლობა არის იმის შედეგი, რომ უცხოური ინვესტიციები ძირითადად მიმართულია სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და არა ეკონომიკის ბიზნეს-სექტორში.

კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით „დატყვევებული“ აქვთ საფონდო ბირჟა
კომ.ბანკების მიერ საფონდო ბირჟის ხელში ჩაგდება და ეროვნული ბანკის „საპრყობილეში“ – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების დამოუკიდებელი კომისიის“ მოქცევამ განაპირობა უცხოური და ადგილობრივი წვრილი ინვესტორების დანაზოგების ნაწილი არ იქნას მიმართული ზუსტად, რომ ფასიან ქაღალდებში დაბანდებების სახით.

საბანკო დეპოზიტებზე აკუმულირებულია 8 მილიარდი ლარის და აშშ დოლარის კაპიტალი , რომელსაც მაღალ პროცენტში აძლევენ ბიზნესს, უფრო სწორად თავად საბანკო სისტემა, თავისი აფილირებული კომპანიებით ერთვებიან ბიზნესში, რითაც კონკურენცია მოისპო ბაზრებიდან.

დავიმახსოვროთ,

სანამ არ იქნება განთავისუფლებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი „ოლიგოპოლიური საბანკო სისტემისაგან “ – ჩვენ ვერ შევქმნით ინვესტიციების მისაღებად შესაბამის საინვესტიციო წინაპირობებს, ანუ ვერ განვვითარდებით. შეგახსენებთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ბანკებმა თავის თავზე მოირგეს კანონმდებლობა – კანონებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით და ამით გაიმაგრეს პოზიციები.

მე დავუჯერებ და შევიყვარებ მხოლოდ იმ მთავრობას, რომელიც რეალურად დაიწყებს ამ საბანკო მონოპოლიური სისტემის დაშლით და რეალურად გააცოცხლებს საფონდო ბაზარს. მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესების დაწყების შემდეგ გვეშველება, მანამდე არაფრის იმედი იქონიოთ. ყველა დაპირება უბრალოდ, გაუბედურებული მოსახლეობის მორიგი დაბოლებაა”, – წერს შენგელია.

Share