Home » ეკონომიკა » „ეკონომიკის ჩაკეტვით განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა იზარალეს, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაზე იყვნენ ორიენტირებული”

„ეკონომიკის ჩაკეტვით განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა იზარალეს, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაზე იყვნენ ორიენტირებული”

“ეკონომიკის ჩაკეტვით კი განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა იზარალეს, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაზე და საკვების, გასართობ თუ მომსახურების სხვა სერვისებზე იყვნენ ორიენტირებული”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გლობალური პანდემიის საერთაშირისო გამოცდილებამ ცხადყო, რომ მკაცრი ლოქდაუნის პრაქტიკა არ არის გამოსავალი არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან შეკავების პოლიტიკას  მოსდევს სახიფათო აფეთქებები, რაც საკმაოდ მძიმედ აისახება ეკონომიკაზე, თუმცა ზედმეტად რბილი შეზღუდვებიც ანალოგიური შედეგის მომტანია. ამის მაგალითია თუნდაც ევროპის და მსოფლიოს ბევრ წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაში ლოქდაუნების მეორე და მესამე ტალღის შემოღებაც და ეკონომიკის ვარდნის მაღალი მაჩვენებელი.

ეკონომიკის ჩაკეტვით კი განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა იზარალეს, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაზე და საკვების, გასართობ თუ მომსახურების სხვა სერვისებზე იყვნენ ორიენტირებული.

ამიტომაც ჰქონდათ ამ ქვეყნებს შედარებით მაღალი წლიური რეცესიაც საშუალოდ 5-10 % ის ფარგლებში, და სწორედ ამ ფაქტორით იყო ძირითადად ჩვენთანაც ეკონომიკის 6 % -ვარდნა განპირობებული.

აქედან გამომდინარე,  მხოლოდ მისასალმებელია, რომ ახლად დამტკიცებულმა  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება   უკვე დღეიდან, შედარებით სწრაფი ტემპით  გახსნას ეკონომიკის ის სექტორები, კარგად  გათვლილი  გეგმის შესაბამისად, ვიდრე ამას წინა გადაწყვეტილება აწესებდა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით და რასაც არაერთი ოპონენტი ყავდა, ბიზნესის ცალკეული მიმართულებების, განსაკუთრებით სარესტორნო და გასართობი ცენტრების სახით.

ნიშანდობლივია, რომ სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან, ხოლო სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ბუნებრივია, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, ასევე მხოლოდ პოზიტიურად წაადგება საერთაშორისო ვუზიტორების დაშვების შემსუბუქებაც.   კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.  .

ეს არის ძალიან  პოზიტიური  გადაწყვეტილება ბიზნესისთვის. იგი საშუალებას მოგვცემს გაცილებით ადრე დაიწყოს ბიზნესმა სრულყოფილი ფუნქციონირება და შედარებით ოპტიმალურ ვადაში მოხდეს ეკონომიკის აღდგენა, რაც  პირველ რიგში ტურუსტულ ინდუსტრიას უკვე ზამთრის სეზონზე მაქსიმალურად დაეხმარება ამ წლის დანაკარგების ნაწილობრივ კომპენსაციაში.

ეკონომიკის სწრაფ აღდგენას ასევე ხელს შეუწყობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა  ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან, ისევე როგორც სპორტულ გამაჯანსაღებელი კლუბები და არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები” , – წერს ცუცქირიძე.

Share