Home » საზოგადოება » ეკოლოგებს რომ დავუთმოთ ქვეყანა, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ – დეპუტატი ჰესების მშენებლობაზე

ეკოლოგებს რომ დავუთმოთ ქვეყანა, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ – დეპუტატი ჰესების მშენებლობაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ქვეყანაში ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია.

თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესში ყველას ინტერესი უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

„იგივე ვნებათა ღელვა იყო ენგურ ჰესის მშენებლობისას, რაც დღეს არის. უფრო მეტიც. ოჯახებს შორის ტრაგედიებიც მოხდა. საუბარი იყო – მიწა-წყალს გვართმევენ, გტბორავენ. ახლა კაშხლის ირგვლივ 2 სოფელია, რომელიც იქ მოპარული ცემენტით გაშენდა. დღეს კი, ეს დგას და საკმაოდ მნიშვნელოვან როლსაც ასრულრებს ჩვენს ენერგომამარაგებაში.

მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აპრიორი უნდა აშენდეს, ან არა. ეკოლოგებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეკონომიკა არ გვექნება. ყველა ნიუანსი და ყველას ინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული, და არ უნდა იყოს ცალმხრივი მიდგომა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, სადაც რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ.

Share