Home » საზოგადოება » ეფრემ ურუმაშვილი რუსთავი2–ს დეზინფორმაციაში ამხელს
ეფრემ ურუმაშვილი რუსთავი2–ს დეზინფორმაციაში ამხელს

ეფრემ ურუმაშვილი რუსთავი2–ს დეზინფორმაციაში ამხელს

რუსთავი2–ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ჩვეული ჟინით შეუტია ბიძინა ივანიშვილს. სხვათა და სხვათა შორის აღინიშნა, რომ ეფრემ ურუმაშვილი, რომლის მომსახურებითაც კომპანია ბიტფური სარგებლობს არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ არის თუ არა ბიტფურის ერთ-ერთი ინვესტორი თანაინვესტირების ფონდი. განცხადება ამის შესახებ მან გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა და პირობა დადო, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდა, რის შემდეგაც რუსთავი 2-ს ინტერვიუს მისცემდა.

„მე ეს არ ვიცი, როცა ვნახავ პასუხს გაგცემთ,“-აცხადებს ურუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  კომპანია ბიტფური ვირტუალურ ფულს, ე.წ. ბიტკოინებს აწარმოებს. როგორც ცნობილია ეს ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს უკავშირდება. ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით კომპანიის მოგება ზოგ შემთხვევაში მართლაც არის დღეში 300 ათასი ლარი, როგორც ამას ერთ-ერთი სააგენტო წერს, ზოგჯერ კი ეს თანხა მეტიც არის.

რუსთავი2–ის სიუჟეტს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეფრემ ურუმაშილი გამოეხმაურა:

“არ მჩვევია ჩემს სატელევიზიო გამოსვლებზე დამატებითი კომენტარების გაკეთება.
თუმცა, ჩემთვის საპატივსაცემო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ს გადაცემა ,,განსხავებულ აქცენტები“ გასული სიუჟეტი ,,BitFury Group”-ზე ვაკეთებ გამონაკლისს და რამდენიმე აუცილებელ განმარტებას:

  1. ,,ბიტფური ჯგუფის“ შვილობილო კომპანია რომელსაც ეკუთვნის ,,მეგა დატაცენტრი“ არის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საწარმო და ელექტრონერგიას იღებს ჩვეულებრივი კომერციული ტარიფით დღგ-ის გარეშე. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებული ამგვარი/ამ ტიპის (ინდუსტრიული, თავისუფალი ეკონომიკური ზონის) ზონის საწარმოები. იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნებოდა ამ ტიპის ზონის საწარმო, კომპანია ჩვეულებრივად გადაიხდიდა დღგ-ს და დაისვამდა მას აქტივში ( ანუ დაიბრუნებდა დღგ-ს უკან), ვინაიდან ეს საწარმო მომსახურების ექსპორტს ეწევა. ანუ, მოცემულ შემთხვევაში ბიუჯეტი არაფერს კარგავს და შესაბამისად, არანაირი შეღავათით არ სარგებლობს ,,BitFury Group”!
    2) როგორც ქალბატონ ეკა კვესიტაძეს შევპირდი, გავეცანი WWW.WSJ.COM სტატიას და მეორე დღეს დავუბრუნე პასუხი, სადაც დეტალურად განვუმარტე და დავუდასტურე, რომ ,,თანაინვესტირების ფონდი“ მესამე რაუნდზე მონაწილეობდა, თუმცა კომპანიის პორტფელის დაკომპლექტებაში მონაწილეობა აღარ მიუღია! შესაბამისად, არ წარმოადგენს ,,ბიტფური ჯგუფი“-ს დამფუძნებელს. სამწუხაროდ, გადაცემის ავტორმა მიპასუხა, რომ გადაცემა უკვე ჩაწერილი-აწყობილია და ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ვეღარ მოხერხდებოდა.
    იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგ ეთერში მოგვეცემა საშუალება და უფლება დაფიქსირდეს ჩვენი პოზიციაც.
    3) და ბოლოს: ,,ბიტფური ჯგუფი“ არის საქართველოს მასშტაბით ერთადერთი მსხვილი ინვესტორი ინოვაციურ ტექნოლოგიებში და ზედმიწევნით იცავს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას!!!

P.S.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტორების მიმართ დამოკიდებულება მალე შეიცვლება და ,,დადგენილ პოლიტიკურ დღის წესრიგს“ არ გადავაყოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს” – წერს საკუთარი ფეუსბუქის გვერდზე ეფრემ ურუმაშვილი.

ავტორი: ბაჩანა ჯინჭარაძე

Share