Home » ეკონომიკა » “ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ჭერი 100%-დან 50%-მდე შემცირდება”
"ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ჭერი 100%-დან 50%-მდე შემცირდება"

“ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ჭერი 100%-დან 50%-მდე შემცირდება”

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ე. წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ჭერი 100%-დან 50%-მდე შემცირდება. მისი თქმით, მასიური ხასიათი ჰქონდა იმას, რომ სასესხო კონტრაქტში ჩაწერილი პროცენტი რეალობას არ შეესაბამებოდა.

,,ემატებოდა სხვადასხვა ტიპის საკომისიოები, ჯარიმები, საურავები, რომლებიც პროცენტს აორმაგებდნენ, ასამმაგებდნენ და აოთხმაგებდნენ კიდეც. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს რამდენია მისი საპროცენტო ხარჯი. დიახ, აუცულებლად უნდა დაწესდეს ჭერი და აუცილებლად უნდა შემცირდეს ის 100%-იანი ზღვარი. მინდა შეგახსენოთ, რომ 1 იანვრამდე საერთოდ არ იყო ეს ზღვარი და 300-400%-ზე ადიოდა მოქალაქეების ხარჯი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაც ასეთია და მეც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია გავანახევროთ ეს ჭერი, შემდეგ უკვე საბაზრო კონიუქტურა გვიკარნახებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

bm.ge

Share