Home » ფინანსები » EBRD საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში დაეხმარება
EBRD საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში დაეხმარება

EBRD საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში დაეხმარება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზად არის საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინოს და დაეხმაროს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBED-ის დირექტორის, ბრუნობალვანერაზე აღინიშნა.

შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია არამხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი დაესწრნენ.

Share