Home » საზოგადოება » ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – ქართველ პოლიტიკოსებს აფხაზი ხალხისადმი რომანტიკული გრძნობები განსაკუთრებით არჩევნების წინ უჩნდებათ
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველ პოლიტიკოსებს აფხაზი ხალხისადმი რომანტიკული გრძნობები განსაკუთრებით არჩევნების წინ უჩნდებათ

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – ქართველ პოლიტიკოსებს აფხაზი ხალხისადმი რომანტიკული გრძნობები განსაკუთრებით არჩევნების წინ უჩნდებათ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ირმა ინაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „მზად არის აფხაზეთში გაემგზავროს პირდაპირი დიალოგის დასამყარებლად“.

„აფხაზურ საზოგადოებაში უკვე დიდი ხნის წინ გამოიმუშავეს იმუნიტეტი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ამგვარი პოპულისტური განცხადებებისადმი, რომლებსაც აფხაზი ხალხისადმი რომანტიკული გრძნობები განსაკუთრებით არჩევნების წინ უჩნდებათ“, – განაცხადა დაურ კოვემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „გასული წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ადეკვატურად შეაფასებდა რეგიონში შექმნილ რეალობას“.

„ქართველ კოლეგებს მინდა ვურჩიო, გამოავლინონ პოლიტიკური სიმწიფე და მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – აღიარონ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – დასძინა დე ფაქტო მინისტრმა.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამისათვის, დიახ, პირდაპირ უნდა ვესაუბროთ აფხაზებს და ცხინვალის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ინაშვილმა.

Share