Home » ახალი ამბები » ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება
ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ფონდი “ლიბერალური კვალის” მორიგი საქველმოქმედო აქცია –  სხვადასხვა მიმართულების მქონე ქართველი ხელოვანები ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერად

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაგაყიდვა გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორი ფონდილიბერალური კვალი” იყო.    



მოგეხსენებათ ვარდისფერი ოქტომბერი არის ძუძუს კიბოთი დაავადებულთა თვედ გამოცხადებული, „ევროპა დონა საქართველო“-მ ამ თვეში რამდენიმე აქტივობა განახორციელა და ერთ-ერთი ეს გამოფენა-გაყიდვაა „ლიბერალურ კვალთან“ ერთად, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. შემოსული თანხდა გადაირიცხება პაციენტთა ფონდში და მოხმარდება მათ საჭიროებას,“

განაცხადა „ევროპა დონა საქართველო“-ს პრეზიდნენტმა ანა მაზანიშვილმა.

ფონდი უერთდება მსოფლიო აქციას, საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია საქართველო- “Europe Donna” -ს ბენეფიციარების დასახმარებლად!  არსებობს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი !   24 წლის ნატა ტურაშვილი და ოთხი შვილის დედა ეკა ასლამაზიშვილი წლებია  ძუძუს კიბოს  ებრძვიან. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ,იმისთვის რომ ამ დაავადებას გაუმკლავდნენ და  სრულფასოვანი ცხოვრება  შეძლონ. მოგიწოდებთ,რომ შეუერთდეთ 1985 წლიდან დღემდე არსებულ ინიციატივას ,ოქტომბრის თვეს, როგორც,ძუძუს კიბოთი დაავადებულთა საყოველთაო მხარდაჭერის თვეს. “ჩვენც გავავარდისფროთ ოქტომბერი და დავეხმაროთ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ადამიანებს” ! გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეულ კანდიდატებს.

„ჩვენ ვხმარებით მათ  ვისაც  ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია,  რომ საქართველოს მოსახლეობა საქველმოქმედო  პროცესში აქტიურად  ჩაერთოს, რადგან ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ  ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ძუძუს კიბოა,“ – აღნიშნა ფონდის დირექტორმა ქეთი სიჭინავამ.

ამ აქტივობას შეუერთდა მხატვარი ნინო ჭყონია და განაცხადა : „მოხარული ვარ, რომ ამ კეთილ საქმეში ვიღებ მონაწილეობას. ჩემი ნამუშევრის გაყიდვით შემოსული თანხა მოხმარდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს და მეც გარკვეულ წვლილს შევიტან, “

ცნობილია, რომ ოქტომბერი  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული მსოფლიოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი  აქტივობები იმართება.  „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოშიც, დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები და კონფერენციები, სპორტული აქტივობა, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო 1 ფოტოგამოფენა – ფოტორეპორტიორები, მოდების ჩვენება – სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა.აქციის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან:  „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.

ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო. ამავე დღეს შემუშვდა კამპანიის მხარდამჭერი პეტიცია და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.  კამპანიის მიზანია გაზარდოს  საზოგადოების და სამთავრობო სტრუქტურების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ.
საქრთველოში ერგვარი სტარტის აღება მოხდა 2015 წლის 1 ოქტომბერს, საზოგადოების ინფორმირება „ვარდისფერი ოქტომბერთან“ დაკავშირებით. სტუდენტებმა წრე შემოარტყეს წმიდა გიორგის ქანდაკებას. დასასრულს, ჰაერში გაუშვებენ ვარდისფერ საჰაერო ბუშტები და პარლამენტის შემობამდე მსვლობა გამართეს.  კანპანიის ორგანიზატორია
„ევროპა დონა ჯორჯია“.

„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

საქველმოქმედო ფონდი “ლიბერალური კვალი“  2013 წელს დაარსდა. საქმიანობის პირველი დღიდან ფონდი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებს და იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებათ.  ფონდი მიზნად ისახავს   იმ ოჯახებზე მოიპოვოს ინფორმაცია, რომლებსაც არსებობისთვის უკიდურესად მძიმე პირობები აქვთ. გაეცნოს იმ აუცილებელ საჭიროებებს, რომლის დეფიციტსაც ისინი განიცდიან, შემდეგ კი სხვა ადამაინებთან ერთად მათი დახმარება შეძლოს. ფონდი გულშემატკივრებს ქველმოქმედებაში სრულ ჩართულობას  თავაზობს.  ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს   თუნდაც ერთი ოჯახის დახმარებაში მცირედი წვლილი შეიტანოს.

Share