Home » საზოგადოება » „ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი გადადგომის შემდეგ მსხვილი ჰესების მშენებლობაზე დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს“

„ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი გადადგომის შემდეგ მსხვილი ჰესების მშენებლობაზე დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს“

აქსიომას წარმოადგენს, რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით მით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და მოიხმარს, – ამის შესახებ ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჰიდროენერგიის უზარმაზარი პოტენციალი აქვს საქართველოს და დანაშაული იქნებოდა მისი ინტენსიური და ეფექტიანი არგამოყენება. არჩვაძისთვის ძნელი ასახსნელია თუ რატომ შეიცვალა აზრი ამ საკითხზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„მაგრამ ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე და დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს. აქ, როგორც ლეგენდარული მეფე მიდასის ყურებივით, კარგად ჩანს წმინდა პოლიტიკური დისკურსი, რომელსაც ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვთ. თანაც, განა მარტო ჰესებთან მიმართებაშია ასეთი რადიკალურად შეცვლილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის რიტორიკა? იგივე პოზიციას აფიქსირებდა ცოტა ხნის წინ იგი კობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობის თაობაზეც.

ერთ გულბოროტა, თავკერძა კაცზეა ანდაზა: „ჩემი ურგები ქოთანი ქვას და ლობიო – ძაღლს“. ესაა, რომ არც საქართველოა ვინმეს ქოთანი და არც მისი ინტერესების „მსხვრევის“ უფლება აქვს ვინმეს, მიუხედავად ადრინდელი თანამდებობისა და ნამდვილი თუ მოჩვენებითი დამსახურებისა“, – წერს არჩვაძე.

ქუთაისში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია „ენკას“ მიერ მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება რიონის ხეობის დატბორვა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, ტრადიციულად, სოციალური ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და მიიჩნევს, რომ ჰესი ქვეყანაში არ უნდა აშენდეს. საკუთარი ნათქვამის უფრო მეტი არგუმენტაციისთვის, სააკაშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბუნების შენარჩუნებაა.

Share