Home » ფინანსები » “დროა საქართველოში კომერციული ბანკების საინვესტიციო ბანკებად ტრანსფორმაცია მოხდეს”
"დროა საქართველოში კომერციული ბანკების საინვესტიციო ბანკებად ტრანსფორმაცია მოხდეს"

“დროა საქართველოში კომერციული ბანკების საინვესტიციო ბანკებად ტრანსფორმაცია მოხდეს”

“დროა საქართველოში კომერციული ბანკების საინვესტიციო ბანკებად ტრანსფორმირება მოხდეს”, – ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გადაცემაში “ბიზნესკონტრაქტი” განაცხადა. მაია მელიქიძემ თიბისი ბანკის მიერ ბანკი რესპუბლიკას შესყიდვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბაზარზე კვლავ რჩება ორი მსხვილი მოთამაშე – საქართველოს ბანკია და თიბისი ბანკის სახით. მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საინვესტიციო ბანკები გავითარედეს.

“თიბისი ბანკის მიერ ბანკ რესპუბლიკას შესყიდვაში დადებითი არის ის ფაქტი, რომ “სოსიეტე ჟენერალის” როგორც დამოუკიდეველი ინსტიტუტის ჩამოყალიბება მოხდება თიბისი ბანკის ქვეშ, როგორც საინვესტიციო ბანკის. ეს ძალიან კარგია, რადგან დროა საქართველოში კომერციული ბანკების საინვესტიციო ბანკებად ტრანსფორმაცია მოხდეს. ეკონომიკის განვითარებისთვის და პროგრესისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პარალელურად საქართველოს ბანკმა მიიღო თანხა ევრობაკიდან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. აღნიშნული ორი ბაკი ეკონომიკაში დიდ კონტრიბუციას ახორციელებენ”, – განაცხადა მელიქიძემ.

წყარო: businesscontract

Share