Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპმა „ფეიქ ნიუსის“ გამარჯვებულები დაასახელა
დონალდ ტრამპმა „ფეიქ ნიუსის“ გამარჯვებულები დაასახელა

დონალდ ტრამპმა „ფეიქ ნიუსის“ გამარჯვებულები დაასახელა

New York Times-ი, ABC News-ი, CNN-ი, Washington Post-ი, Newsweek-ი და TIME-ი ტრამპმა „ფეიქ ნიუსების“ გამარჯვებულებად დაასახელა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფეიქ ნიუსის“ გამარჯვებულები გამოაცხადა. ინფორმაცია აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„2017 წელი მიკერძოების, უსამართლო მედია გაშუქებისა და კიდევ უარესი, ყალბი სიახლეების წელი იყო. კვლევებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტ ტრამპის შესახებ გაშუქებული სიახლეების 90% უარყოფითი იყო“, – ნათქვამია GOP.com -ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ამ კატეგორიაში დასახელდნენ:

New York Times-ის მიმომხილველმა პოლ კრუგმანმა პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გამარჯვების დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვეღარასდროს გამოსწორდებოდა;

ABC News-ის კორესპონდენტმა ბრაიან როსმა არასწორი ანგარიში გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის შესახებ;

CNN-მა არასწორად გამოაცხადა, რომ კანდიდატ დონალდ ტრამპსა და მის ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს ჰქონდათ „ვიკილიქსის“დოკუმენტებზე წვდომა;

TIME-მა არასწორად განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი მოაშორა;

Washington Post-მა არასწორად განაცხადა, თითქოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პენსაკოლაში, ფლორიდის შტატში ცარიელ დარბაზში მოხდა. უღირსმა რეპორტიორმა ცარიელი ადგილები გადაიღო ხალხის მოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე;

CNN-მა ვიდეოს არასწორი რედაქტირება გააკეთა, რათა ეჩვენებინა, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა უხეშად გადაუყარა თევზებს საკვები იაპონიაში ვიზიტისას. სინამდვილეში პირველად იპონიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა იგივე;

CNN-მა არასწორად განაცხადა თეთრი სახლის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ენტონი სკარამუჩის ერთ-ერთ რუსთან შეხვედრაზე, თუმცა შემდეგ უკან დაიხია;

Newsweek-მა არასწორად განაცხადა, თითქოს პოლონეთის პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუსერ-დუდამ შეხვედრისას ხელი არ ჩამოართვა პრეზიდენტ ტრამპს;

CNN-ის განცხადება მცდარი იყო, თითქოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ეჭვი გამოთქვა პრეზიდენტ ტრამპის მტკიცებაზე, რომ მასზე გამოძიება არ მიმდინარეობდა;

New York Times-მა გარეკანზე გამოაქვეყნა მცდარი განცხადება, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციამ დამალა კვლევა კლიმატური ცვლილების შესახებ;

„რუსეთთან გარიგება“. რუსეთთან გარიგება არის უდიდესი ტყუილი ამერიკელ ხალხს თავს მოახვიეს. არ ყოფილა გარიგება!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ipn.ge

Share