Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპის გამარჯვება მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ შეფასდა
დონალდ ტრამპის გამარჯვება მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ შეფასდა

დონალდ ტრამპის გამარჯვება მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ შეფასდა

დონალდ ტრამპი აშშ-ის „საჭესთან“ უფრო საშიშია მსოფლიოსთვის, ვიდრე დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან და საომარი კონფლიქტი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ Economist-ის კვლევითი განყოფილების ანალიტიკოსები.

ტრამპის გამარჯვება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პოტენციური გლობალური საფრთხეების სიაში მეექვსე ადგილზეა, ეკონომიკისთვის ჯიჰადიზმის ზრდის საფრთხესთან ერთად.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „მისტერ ტრამპი თავისი პროგრამის დეტალებს არ ამხელს, თუმცა მისი გამოსვლებიდანაც შეიძლება დასკვნების გაკეთება“.

ანალიტიკოსებმა აშშ-ის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ტრამპის ყველაზე საშიში იდეები გამოყვეს. ეს იდეები მექსიკასთან და კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგაა მიმართული; ჩინეთს „სავალუტო მანიპულატორს“ უწოდებს; აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კედლის აშენებას გულისხმობს; ქვეყანაში მუსულმანების შესვლას კრძალავს და ა.შ.

თუმცა, ექსპერტები არ თვლიან, რომ ტრამპის გამარჯვების ალბათობა დიდია.

გლობალური საფრთხეების სიის სათავეშია ჩინეთის ეკონომიკის „მკვეთრი შენელება“ და მეორე ადგილზეა რუსეთის ჯარების შეჭრა სირიაში და უკრაინაში და „ცივი ომი“, როგორც ამის შედეგი.

agora.ge

Share