Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი – პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა

დონალდ ტრამპი – პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, დამატებითი ფაქტები მოწმობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბებას აქვს ადგილი. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

„მატულობს მტკიცებულებები, რომლებიც ამომრჩეველთა მონაცემებით თაღლითობას მოწმობს. მათ შორის, 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში და კიდევ მრავალი ათასი მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ ხმების ხელოვნური რაოდენობაა“ , -აცხადებს ტრამპი.

მედიასაშუალება One America News-ზე დაყრდნობით. კიდევ ერთ პოსტში ტრამპი იუწყება, რომ ჯორჯიის შტატში ათასობით დაუთვლელი ბიულეტენი აღმოჩნდა, ხოლო, როდესაც ხელმოწერები გადამოწმდება, ეს შტატიც ძალიან მალე „რესპუბლიკელების“ მხარეს გადაინაცვლებს.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, დეტროიტშიც უხვად გაყალბდა ამომრჩეველთა ხმები და ეს მრავალი წელია ასე ხდება.

Share