Home » მსოფლიო » დონალდ ტრამპი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან ერთობლივ მუშაობას
დონალდ ტრამპი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან ერთობლივ მუშაობას

დონალდ ტრამპი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან ერთობლივ მუშაობას

აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და მის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გუშინ, თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თურქი ხალხი ბოლო წლების განმავლობაში საშინელ ტერორისტულ აქტებს დაუპირისპირდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის თურქეთთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები განავითაროს.

„მოუთმენლად ველი ერთობლივ მუშაობას პრეზიდენტ ერდოღანთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასადგურების კუთხით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ თურქეთი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სირიაში სისხლისღვრის აღკვეთის კუთხით. აშშ მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა” – განაცხადა ტრამპმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია სირიაში ნებისმიერი კონტაქტები ტერორისტებთან. ერდოღანის თქმით, თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობების საძირკველში დემოკრატიული ღირებულებები დევს. თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და თურქეთი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის გაერო, ნატო და G20.

„ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების განმტკიცება ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას. რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დიალოგისა და სოლიდარობის გაღრმავებას ვაპირებთ. ამიტომაც მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი ვაშინგტონში ისტორიულად გარდამტეხი მომენტი გახდება და ახალი მიღწევებისთვის გზას გახსნის“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა” – აღნიშნა ერდოღანმა.

Share