Home » მსოფლიო » დოლარს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

დოლარს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

დოლარს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ჩინურმა იუანმა თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვალუტა ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის და Bloomberg-ის მონაცემებით, პირველად 2015 წლის აგვისტოს შემდეგ, მეოთხე ადგილზეა.

ივნისიდან იუანს ბაზრის დაახლოებით 2,7 პროცენტი უკავია, დოლარს კი 41 პროცენტი. ევრო მეორე ადგილს იკავებს, მაგრამ მისი საერთო ბაზრის წილი დაეცა რვა თვიან მინიმუმამდე, 37 პროცენტამდე. მესამე ადგილი ფუნტმა დაიკავა, ხუთეულს იაპონური იენი ასრულებს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იუანის, როგორც საერთაშორისო ვალუტის პოპულარობა სტაბილურად გაიზარდა, აღნიშნავს ამერიკული გამოცემა.

დეკემბერში გლობალურმა ფონდებმა ჩინეთის სამთავრობო ობლიგაციებში რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდეს ინვესტიციები.

გიორგი არაბული

Share