Home » ფინანსები » დოლარიზაცია – ფარული საფრთხე
დოლარიზაცია – ფარული საფრთხე

დოლარიზაცია – ფარული საფრთხე

საინვესტიციო ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი სოციალურ ქსელში დოლარიზაციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს, მისი თქმით, დოლარიიზაციის მაღალი მაჩვენებელი – 70%, არის ერროვნული ვალუტის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი.

„ჩვენ თუ დროულად არ მივიღეთ სათანადო ზომები ე.წ. „დოლარიზაციის“ მაჩვენებლის შესამცირებლად – ნელ-ნელა ლარი, როგორც ეროვნულობის და სახელმწიფოებრიობის ატრიბუტი, საბოლოოდ დაკარგავს თავის პოზიციებს!

ვალუტა მაშინ არის მიმზიდველი და მისი კურსიც იმიტომ მყარდება – როდესაც შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ამ ვალუტაზე!
როგორ შეიძლება გავზარდოთ მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე?
მარტივად!

პირველ რიგში, ქვეყნის შეიგნით ყველა სახის ანგარიშსწორება უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ეს ეხება უძრავი ქონების გასხვისების საკითხებს, თუ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.
მეორეც ის არის, რომ ეროვნული ბანკის მიერ სასწრაფოდ უნდა გატარდეს ე.წ. „ძვირი ლარის პოლიტიკა“ – ანუ:

1) რეფინანსირების სასესხო განაკვეთის გაზრდა;
2) ლარის საბანკო დეპოზიტებზე – სავალდებულო სარეზერვო ლიმიტების გაზრდა;
3) ლარის სესხებზე მიღებული – ლარში შემოსავლების შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის გამოყენება;
4) ქვეყნის შიგნით, ფასიანი ქაღალდების ემისიების განხორციელება – მხოლოდ ლარში;

ეს არასრული ჩამონათვალია იმ აუცილებელი პრევენციების, რომლებიც დოლარიზაციის „მოთოკვას“ შეუწყობენ ხელს.
სხვა შემთხვევაში მივიღებთ „დოლარიზებულ ეკონომიკას“ – და ეროვნული ფასეულობების დევალვაციას“ – აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Share