Home » ბიზნესი » “Doing Business-ში მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება”

“Doing Business-ში მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება”

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის Doing Business-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობისა და ტარიფების გამჭვირვალობის კუთხით საქართველომ რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა და 8 პუნქტით დაწინაურდა.

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს და ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას მონიტორინგს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უწევს. Doing Business-ის ანგარიშის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა,  “ბიზნესკონტაქტებში” ისაუბრა.

– შეფასება საკმაოდ პოზიტიურია, კონცეფციურად თუ შევხედავთ საკითხს წლიდან წლამდე საქმე წინ მიდის. კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა, რამაც რეიტინგების გაუმჯობესება გამოიწვია?

– თქვენ სწორად აღნიშნეთ, ტარიფების გამჭირვალობის კუთხით Doing Business-ის რეიტინგები გაუმჯობესებულია და ერთბაშად 8 პუნქტით დავწინაურდით. ეს კრიტერიუმი თავის თავში მოიცავს სამ ასპექტს, ესენია: ელექტროენერგიის მიღება, ტარიფების გამჭირვალობა და ელექტროენერგიის მიწოდების სიმარტივე და მისი სანდოობა. ეს ყველაფერი ერთად ჯამდება და შემდეგ გამოდის ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრას რეიტინგებს.

– როგორც ვიცით, შეფასება ცალკეული რეგიონების მიხედვითაც ხდება. პროცენტული კუთხით დედაქალაქის და რეგიონების მიხედვითაც გვაქვს გაუმჯობესება. კონკრეტულად, რომ ვთქვათ მთლიანობაში რა ნაბიჯები იყო გადადგმული?

– ამ კუთხით ალბათ, გადაჭარბებად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი რომ ბოლო ორ წელიწადში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა. პირველად დადგინდა ელექტროენერგიის ფასები აბსოლუტურად გამჭირვალე პროცესში. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ შარშან დავადგინეთ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტარიფი, ეს იყო აბსოლუტურად გამჭირვალე პროცესი. ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ დაინტერესებული პირები, არამედ ექსპერტები და ამ საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებიც. ყველას ჰქონდა საშუალება, რომ მოსულიყო, დასწრებოდა განხილვებს. წელს უკვე თელასსაც შეეხო ტარიფების კორექტირების საკითხი, ჩვენ უფრო შორს წავედით და ყველა ძირითად კომპონენტზე ჩავატარეთ ცალკეული მოსმენები, რომლებსაც ასევე, ესწრებოდნენ ექსპერტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, უბრალო მოქალაქეები, დარგის გამოჩენილი პირები და ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გამჭირვალობის გაძლიერების კუთხით.

რაც მთავარია ტარიფების კორექტირებას სათავაში უდგას, ძალიან ეფექტური, ძალიან გამჭრვალე და თანამედროვე სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენ ორი წლის წინ დავადგინეთ, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  საკმაოდ  ეფექტური და გამართლებული მეთოდოლოგიაა.

– ციფრებით, რომ ვისაუბროთ კონკრეტულ მაჩვენებელზე და კონკრეტულ სტატისტიკაზე, დედაქალაქის მაგალითზე. კომპანიის ხარჯებს თუ გავყვებით ძალიან საინტერესოა რას გვეუბნებიან ციფრები ამ მხრივ?

– ჩვენ როდესაც შარშანდელ რეიტინგს გავეცანით აღმოვაჩინეთ რომ „Doing business“-ის პროგრამა მოქმედებს ასე, რომ ისინი ადგენენ გარკვეულ სცენარს. მაგალითად, გეკითხებიან ქალაქ თბილისში, დატვირთულ ადგილას თქვენ მოითხოვეთ ამა და ამ ძაბვაზე კონკრეტული ელექტროენერგიის სიმძლავრე. რამდენად ხანში მიიღებთ ამ ელექტროენერგიას, რა დაგიჯდებათ ეს და რამდენი პროცედურის გავლა დაგჭირდებათ. ჩვენ რამდენიმე წელია გვაქვს ძალიან საინტერესო მიდგომა ელექტროენერგიის მიღებასთან დაკავშირებით, ამას ქვია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთება, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა იმ სამუშაოს რასაც იკვლევს „Doing business“–ი. განსხვავება რაც იყო ფასი რაც ჰქონდა მითითებული „Doing business“–ში ეს იყო 29 000 ლარი. ცოტა აცდენილია რეალობას. ჩვენ გვაქვს დადგენილი 11 000 ლარი.

-საინტერესოა რამ განაპირობა ასეთი ცდომილებები?

– ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე იურიდიული პირისგან იღებენ ინფორმაციას. მათ შორის ერთ–ერთი არის „თელასი“. მოგეხსენაბათ ჩვენ ამ პროცესში არ ვართ ჩართულნი როგორც ინფორმაციის მიმწოდებლები, შესაბამისად ჩვენ მოვამზდადეთ და გავაგზავნეთ, წერილი თავის დროზე ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით. ცდომილობები არ იყო მარტო ფასებთან დაკავშრებით, ასევე დღეების რაოდენობა რაც არის ძალიან მკაცრად სემეკის მიერ განსაზღვრული, მიერთების პროცესი რასაც ქვია, რამდენ ხანში უნდა მიიღოს მომხმარებელმა ელექტროენერგია, ესეც არ იყო სწორი და ამაზეც მივუთითეთ. მას შემდეგ ცოტა შეცვალეს თავიანთი მონაცემები. უფრო  დაახლოვდა იმ ნორმატიულ აქტებთან რაც არის ჩვენთვის დადგენილი.

– რამდენად იქნა გათვალისწინებული და შეიცვალა თუ არა კონკრეტული მონაცემები ერთიან სურათში?

– ერთიანად ვერ მოხდებოდა! ამიტომ კარგი ის არის რომ მიუხედავად ჩვენი ახლანდელი გაუმჯობესებისა ალბათ, მომავალში აისახება ის რეალობა, რაც არის. ჩვენ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, წინსვლისთვის და გაუმჯობესებისთვის და ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება.

– ზოგადად, ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის სიტუაციასთან დაკავშირებით რა დამოკიდებულებაა და რა სურათი გვაქვს მთლიანობაში?

– ეს არის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის საკითხი. არსებობს სპეციალური კრიტერიუმი (SAIFI) და (SAIDI), მსოფლიოში ერთი და იგივედ ითვლება. გამორთვების რაოდენობა და გამორთვების ხანგრძლივობა ერთ სულ მოსახლეზე ითვლება კომპანიების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებითაც არის გაუმჯობესება და ვიმედოვნებთ მომავალში ამ კუთხითაც გვექნება აუცილებლად უკეთესი დინამიკა.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]

Share