Home » ბიზნესი » ,,დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში ,,სპარის” 24 საათიანი სუპერმარკეტი გაიხსნა

,,დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში ,,სპარის” 24 საათიანი სუპერმარკეტი გაიხსნა

,,დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში სუპერმარკეტების ქსელის ,,სპარის” ფილიალი გაიხსნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებლებს. ,,დირსის” პარტნიორმა, კომპანია ,,სპარმა” გაიზიარა კომპანია “AS Georgia-დირსის” პოლიტიკა და თავადაც დაეხმარა მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის წევრ მარტოხელა დედას და სუპერმარკეტის გახსნის დღეს საჩუქრად ნობათის კალათა გადასცა.

 

კომპანია „ას ჯორჯია“ საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“ აგრძელებს დასახულ სტრატეგიას, ცნობილი ბრენდების ტერიტორიაზე განთავსებას, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნას დირსის მოსახლეობასა და კომპლექსის სტუმრებს.
შეგახსნებთ, რომ ,,დირსი” ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც პროექტის განხორცილების პირველ დასრულებულ ეტაპზე აერთიანებს 11 კორპუსს, 22 ბლოკსა და 2681 ბინას. საცხოვრებელი კომპლექსის პროექტში 200 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

Share