Home » ეკონომიკა » დიმიტრი ქუმსიშვილი: საბაჟოს მიმართულებით ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია კორუფცია
დიმიტრი ქუმსიშვილი: საბაჟოს მიმართულებით ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია კორუფცია

დიმიტრი ქუმსიშვილი: საბაჟოს მიმართულებით ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია კორუფცია

საბაჟოს მიმართულებით ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია კორუფცია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მებაჟეთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქუმსიშვილმა მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა და ყველა ის მიღწევა აღნიშნა, რომელიც საბაჟო დეპარტამენტს აქვს.

”ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვათქვათ, რომ დღეს ჩვენი საბაჟო დეპარტამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია თავიდან ბოლომდე, რომელსაც ყავს პროფესიული კადრები, რომლებითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. არა ერთი კვლევის თანახმად დადასტურებულია, რომ საბაჟოს მიმართულებით ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია კორუფცია. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა. როდესაც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი, როცა ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ქვეყანა არის სატრანზიტო ქვეყანა, რა თქმა უნდა, თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პროცედურები, რომლებიც დღეს საბაჟოზე მიმდინარეობს და რომელიც ჩვენთვის ძალიან მისაღები და თითქოსდა ცხადია, რეალურად, რა თქმა უნდა, ყველგან არ არის ასე დანერგილი. დღეს ჩვენ ქვეყანაში შეგიძლიათ 15 წუთში განაბაჟოთ საქონელი და კიდევ უფრო მარტივად შეგიძლიათ განახორციელოთ ექსპორტის პრიცედურები”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, როდესაც ბიზნესის კეთების სიმარტივეზე მიდის საუბარი, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ვაჭრობა და მის შემადგენელ კომპონენტში შედის მებაჟეთა ღვაწლი და წვლილი.

”ის დამოკიდებულება, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ ბიზნესის მიმართ, ერთი მხრივ აბსოლუტურად სამართლიანი, როდესაც თქვენ ხართ კანონმორჩილი და არ აძლევთ შესაძლებლობას კონტრაბანდას, რომ ქვეყანაში გაჩნდეს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და არა მარტო შემოსავლებს ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, თქვენი კეთილგანწყობა ბიზნესისადმი, საბოლოო ჯამში აისახება სწორედაც რომ სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთობაში და იმ კვლევებში, რამაც ბოლო პერიოდში გვაჩვენა ძალიან კარგი მაგალითი და ძალიან კარგი შედეგი. გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა აჩვენა, რომ საქართველოს საბაჟო არის ბიზნესისადმი მეგობრული და ბიზნესის ხელშემწყობი სტრუქტურა. მინდა მოგილოცოთ ეს მიღწევა. მინდა ამ მიღწევით იამაყოთ და გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, ისევე როგორც კანონის დაცვის, ასევე ბიზნესის მომსახურეობის მიმართულებით”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეზობელი ქვეყნების საბაჟო დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს საქართველოში სტუმრობისთვის.

”როცა საერთაშორისო ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ავტომატიზირებული ინფორმაციის გაცემა, რაშიც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული მეზობელ ქვეყნებთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც შესაძლებლობას მისცემს ერთი მხრივ, უკეთესად გააკეთონ ადმინისტრება საზღვარზე მოძრავი საქონლის თუ ტვირთის და მეორე მხრივ, შეამცირებს დანახარჯებს კერძო სექტორისა ვაჭრობაში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ადამიანებს, რომლებიც სუსხში, სიცივეში, სითბოში, მაგრამ ყოვედღიურად მსახურობთ და ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ზრუნავს თქვენს აღჭურვაზე, თქვენთვის სწორი ინსტრუმენტების მოწოდებაზე და იმ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, რომელიც თქვენ გიადვილებთ საქმიანობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს”, – აღნიშნა მინისტრმა.

Share