Home » საზოგადოება » დიმიტრი ქუმსიშვილი – ბიზნესს სჭირდება მეტი ინფორმაცია მთავრობისგან, ამას ახლა ჩემს თავზე ვამბობ
დიმიტრი ქუმსიშვილი - ბიზნესს სჭირდება მეტი ინფორმაცია მთავრობისგან, ამას ახლა ჩემს თავზე ვამბობ

დიმიტრი ქუმსიშვილი – ბიზნესს სჭირდება მეტი ინფორმაცია მთავრობისგან, ამას ახლა ჩემს თავზე ვამბობ

ბიზნესს სჭირდება მეტი ინფორმაცია მთავრობისგან, ამას ახლა ჩემს თავზე ვამბობ, – ამის შესახებ ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, “სინერჯი კაპიტალის” თანადირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ თავის დროზე ბიზნესთან საკმაოდ გახსნილი იყო, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მიაჩნია, რომ მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.

„მე პირადად ვფიქრობ, რომ საკმაოდ გახსნილი ვიყავი ბიზნესთან და საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვაწვდიდი მათ, თუმცა დღეს ჩემი გადმოსახედიდან ეს ასე არ იყო და გაცილებით მეტი ინფორმაციის მიწოდება შეიძლებოდა ბიზნესისთვის. ბიზნესს სჭირდება მეტი ინფორმაცია მთავრობისგან, ამას ახლა ჩემს თავზე ვამბობ და ვთვლი, რომ შესაქმნელია სპეციალური პლატფორმები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს, რომ იგივე ანალიტიკური მასალები მარტივად იყო ხელმისაწვდომი, აეწყოს სწორი არხები და შესაბამისად, ბიზნესმა მეტი და მეტი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიმეწოდებინა და კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა მქონოდა“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

Share