Home » მსოფლიო » დიმიტრი პესკოვი – რუსეთი და ბელარუსი უფრო ძმები არიან, ვიდრე მეგობრები

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი და ბელარუსი უფრო ძმები არიან, ვიდრე მეგობრები

რუსეთი და ბელარუსი უფრო ძმები არიან, ვიდრე მეგობრები, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის ქვეყანას მსოფლიოში მეგობრები არ ჰყავს.

„ასეთი განცხადება ძნელად შეიძლება რუსეთს ეხებოდეს. რუსეთი და ბელარუსი „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შემადგენლობაში არიან და ჩვენ უფრო ძმები ვართ, ვიდრე მეგობრები,“- აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისათვის, ორი დღის წინ ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსს მსოფლიოში მეგობრები არ ჰყავს.

Share