Home » საზოგადოება » დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება

”ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება – ბინადრობის მაძიებლები შარჟა- თბილისის რეისს მოჰყვებიან”

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ მიმდინარეობს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი გადმოსახლება, რაც დაკავშირებულია დემოგრაფიული სურათის ცვლილებასთან.

 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც კავშირშია ქვეყანაში დემოგრაფიული სურათის ცვლილებასთან. საქართველოში სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პაკეტების განხორციელების საბაბით, ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება ბინადრობის მოპოვების მიზნით. განსაკუთრებით არაბეთის ქვეყნებიდან შემოდიან. არაბეთიდან დაფრინავს რეისი შარჟა­ თბილისი. ძირითადად ამ რეისს მოჰყვებიან ბინადრობის მაძიებელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აქ დასახლებას. ისინი არ არიან ტურისტები. ისინი ჩამოდიან კონკრეტული მიზნებით. მათ ხვდებიან კონკრეტული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში დაფუძნებული იურიდიული ფირმების წარმომადგენლები, კონკრეტული ადამიანები. ამის მტკიცებულებაც მაქვს. ეს კომპანიები – უცხო ქვეყნების მიერ დაარსებული იურიდიულია.

ერთ­-ერთი კომპანიის წარმომადგენელს შევხვდი და ვესაუბრე. ის არის არაბი. მას ქართველებთან ერთად აქვს დაფუძნებული იურიდიული კომპანია, რომელიც ბინადრობის უფლების შეძენასა და მიწათსარგებლობის საკითხებს აგვარებს სწორედ შარჟა­თბილისის რეისით ჩამოსული არაბი მოქალაქეებისთვის. როცა კომპანიის წარმომადგენლებს ვესაუბრე, გაირკვა, რომ ამ რეისს მოჰყვებიან ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში უძრავი ქონებისა და მიწის შეძენით. არაბეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებას 35 ათასი დოლარის ფასად ახერხებენ. მე ვისაც ვესაუბრე, აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოში ამ მიზნით ჩამოსული ადამიანების 10%­ის თხოვნას არ უკმაყოფილებენ, რადგან ისინი საეჭვო პირებად მიიჩნევიან ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თუმცა, იმის მაგივრად, რომ დეპორტი გაუკეთონ, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან.

თუ კი ბინადრობის უფლებას არ აძლევ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი დეპორტაციაც უნდა მოახდინო და თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ უნდა ჰქონდეს. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. დღეს მსოფლიოში წყლის რესურსების მოპოვების მიზნით, მესამე მსოფლიო ომი დებიუტის ფაზაშია. მიმდინარეობს მასობრივი მიგრაცია წყლის რესურსების ხელში ჩასაგდებად. ჩემი მხრიდან ეს არ არის ქსენოფობიური განცხადება. მოგეხსენებათ, მე გახლავარ სახელმწიფო­საკონსტიტუციო კომისიის წევრი. მოვითხოვდით, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო სასოფლო­სამეურნეო მიწის გაყიდვის შეზღუდვის შესახებ მუხლი, დამავალდებულებელი ნორმა, როგორც ეს იყო 1921 წლის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუციაში, ასე არ მოხდა“, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

წყარო: „ახალი თაობა“

Share