Home » მსოფლიო » დიდი ბრიტანეთში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება
დიდი ბრიტანეთში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

დიდი ბრიტანეთში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

დიდი ბრიტანეთი დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას 2040 წლიდან აკრძალავს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნული ინიციტივით დღეს გამოვა.

ადგილობრივი მთავრობებისთვის 255 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფაა გდაგეგმილი. ეს თანხა დიზელზე მომუშავე მანქანების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად უნდა დაიხარჯოს.

ლონდონის მერი გამოვიდა ინიციტივით დიზელზე მომუშავე ავტომობილების მფლობელებს 3500 ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ, რათა მათ ელექტრომანქანების ყიდვა შეძლონ.

 დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებებისგან დიდი ბრიტანეთში ყოველწლიურად 50 ათასი ადამიანი კვდება. აღსანიშნავია, რომ მანამდე საწვავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვის შესახებ საფრანგეთსა და ნორვეგიაშიც განაცხადეს.

 

Share