Home » საზოგადოება » “დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ” – თურქეთის ელჩი

“დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ” – თურქეთის ელჩი

გა­ზეთ­მა “კვი­რის პა­ლიტ­რამ” გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელჩთან, ფატ­მა ჯე­რენ იაზ­გან­თან, რომ­ლი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს:

– ქა­ლაქ კო­ნი­ა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გე­ო­პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა: “თქვენ თუ კავ­შირს იპო­ვით სი­რი­ის ხმელ­თა­შუა ზღვა­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის კრი­ზი­სულ ზო­ნებს შო­რის, და­ი­ნა­ხავთ მა­ვან­თა მის­წრა­ფე­ბას, ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ონ თურ­ქე­თი. ჩვენ ვი­ცავთ ჩვე­ნი ერის, ჩვე­ნი ხალ­ხის მთლი­ა­ნო­ბას, ამი­ტომ ვცდი­ლობთ გა­ვარ­ღვი­ოთ ალყა…” ვინ ან რა ძა­ლე­ბი იგუ­ლის­ხმა პრე­ზი­დენ­ტმა, როცა კავ­კა­სი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და? თუ სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თით ვიმ­სჯე­ლებთ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო თურ­ქე­თის ალ­ყის ნა­წი­ლი იყოს. რა ძა­ლებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

– ვი­ნა­ი­დან ჩემ­მა პრე­ზი­დენ­ტმა არ გახ­სნა ფრჩხი­ლე­ბი, ჩემ­გან ამის გა­კე­თე­ბა სწო­რი არ იქ­ნე­ბა. ქარ­თველ ხალ­ხს რომ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო, ვი­ტყვი: 1-ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ და­ი­დო “ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა” და გა­ფორმ­და თურ­ქე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. მა­ნამ­დე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ. “ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით” მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე დად­გინ­და თურ­ქე­თის სა­ზღვრე­ბი. შემ­დგომ იყო ჰა­ტა­ის პლე­ბის­ცი­ტი, რომ­ლი­თაც თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რია გა­ნი­სა­ზღვრა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, სტა­ლი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, და­ე­მუქ­რა თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას…

– რო­გორ ცნო­ბი­ლია, ეს იყო არ­და­ხა­ნი, არ­თვი­ნი, ყარ­სი და ტრაპ­ზო­ნი – ანუ სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რძვე­ლი მი­წე­ბი…

– დიახ, მა­შინ სტა­ტი­აც და­ი­წე­რა… შემ­დგომ, ცივი ომის დროს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა მიზ­ნად ისა­ხავ­და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სა­ტე­ლი­ტი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის შექ­მნას და ამ­გვა­რად თურ­ქეთ­ზე ზე­წო­ლას. ამ მიზ­ნით საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ერაყ­ში ქურ­თე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა სცა­და, სი­რი­ა­ში – “ბა­ა­სის” რე­ჟი­მის (“ბა­ა­სი” – არა­ბუ­ლად “აღორ­ძი­ნე­ბა”, არაბ­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი აღორ­ძი­ნე­ბის პარ­ტი­ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლი) გა­მო­ყე­ნე­ბა და მხარს უჭერ­და თურ­ქე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბებს. 1970 წლი­დან და­ი­წყო სომ­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ასა­ლას” მიერ თურ­ქი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მკვლე­ლო­ბა­თა სე­რია. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თურ­ქეთ­ში და­სავ­ლეთ სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა სურს.

– ანუ “დიდი არ­მე­ნი­ის” აღ­დგე­ნა?

– დიახ. ამის შემ­დეგ სა­ბერ­ძნეთ­შიც გა­მოჩ­ნდნენ ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­ტენ­ზი­ას უკვე შავ ზღვა­ზე აცხა­დებ­დნენ, პონ­ტო ჩვე­ნი­აო.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში თურ­ქეთ­ში გა­აქ­ტი­ურ­და PKK (ქურთ მუ­შა­თა პარ­ტია), რო­მელ­საც აშშ, ევ­რო­კავ­ში­რი და თურ­ქე­თი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რებს. სი­რი­ა­ში PKK-ს ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა YPG, რო­მელ­საც აშშ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხარს უჭერს. დღეს ასე­ვე ვხე­დავთ, რომ PKK-ს ლი­დერ­ში­ფი ევ­რო­კავ­ში­რის პარ­ლა­მენ­ტში მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლობს. და­ბო­ლოს, მოწ­მენ­დილ ცაზე სომ­ხე­თი იღებს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დო­კუ­მენტს, სა­დაც მი­უ­თი­თებს “სევ­რის” ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. რა თქმა უნდა, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ იცი­ან, ჩვენ აქ ვცხოვ­რობთ თით­ქმის 1000 წე­ლია და არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებთ. ჩვენ ყო­ველ­თვის ვი­ცხოვ­რებთ ჩვენს კუთ­ვნილ მი­წა­ზე, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ლო­ზა­ნის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გინ­და! სწო­რედ 1924 წელს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი თურ­ქეთ­ზე ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბით.

– გა­მო­დის, ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა სა­მე­ზობ­ლო­ში, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პრე­ტენ­ზი­ას არ აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლოა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­და­ვე­ბე­ლი ბევ­რი იყოს… ჩვენ დიდ­გო­რის გა­მარ­ჯვე­ბა­საც არ აღ­ვნიშ­ნავთ სა­თა­ნა­დოდ.

– დიდ­გო­რო­ბის კარ­გად ახ­სნა რომ შევ­ძლოთ, ვფიქ­რობ, თურ­ქეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მისი აღ­ნიშ­ვნა ერ­თად შე­უძ­ლი­ათ…

– რო­გორ?

– დღე­სას­წა­უ­ლი არის დიდი მოვ­ლე­ნა ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. დიდ­გო­რო­ბა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და­არ­სე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­ულს მი­ე­ცე­მა სხვა ქვეყ­ნის მტრო­ბის დატ­ვირ­თვა, ეს არ იქ­ნე­ბა კარ­გი. სა­ბერ­ძნე­თის მა­გა­ლი­თი ავი­ღოთ – მან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 200 წლის­თა­ვი აღ­ნიშ­ნა და მთე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი თურ­ქეთ­თან მტრო­ბის თე­მით წარ­მარ­თა. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გი რა იყო? – ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა.

– ჩემ­თვის, რო­გორც ერთი მო­ქა­ლა­ქის­თვის, დიდ­გო­რი მტერ­ზე უბად­ლო გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოა. განა თურ­ქე­თი არ­თვი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ზე­ი­მობს? – ნა­ხეთ რო­გორ უპა­სუ­ხა ამ კი­თხვას თურ­ქე­თის ელჩმა და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად kvirispalitra.ge -ზე

Share