Home » მსოფლიო » დიდ ბრიტანეთში ”პლასტმასის” გზა დააგეს
დიდ ბრიტანეთში ”პლასტმასის” გზა დააგეს

დიდ ბრიტანეთში ”პლასტმასის” გზა დააგეს

დედამიწის ზედაპირი 24.8 მილიონი მილის სიგრძის გზებითაა დაფარული. ასობით მილიონი ბარელი ნავთობი იქნა დახარჯული საამისოდ.

ინჟინერმა ტობი მაკარტნიმ მოიგონა იმ პრობლემის მოგვარების გზა, რითაც ამ მიმართულებით ბუნებრივი რესურსების დაზოგვაა შესაძლებელი. მისი იდეა ასევე ამცირებს გარემოს დანაგვიანებას პლასტამისის ნარჩენიბისგან.

ტობი მაკარტნის შოტლანდიურმა სტარტაპმა – MacRebur – ასფალტის ნარევი შეიმუშავა, რომელშიც გადამუშავებული პლასტმასი გამოიყენება. ამ მეთოდით დაგებული გზები 6%-ით უფრო გამძლეა და დაახლოებით 10-ჯერ უფრო ხანგრძლივად გაძლებს, ვიდრე ტრადიციული ასფალტის საფარი.

გამომგონებლები ნარევის ზუსტ შემადგენლობას არ ამხელენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გადამუშავებულმა პლასტმასმა ჩაანაცვლა ბითუმი. ბითუმი არის პროდუქტი, რომელიც ნავთობის გადამუშავებისას მიიღება და  საფარის გამაგრებისთვის გამოიყენება. ბითუმის ნაცვლად ისინი სპეციალურ გრანულებს იყენებს, რომელიც პლასტმასის ნარჩენებისგან მზადდება.

მსგავსი მეთოდით პირველი გზა კამბრიას საგრაფოში დააგეს, რომელიც ბრიტანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

ბაჩანა ჯინჭარაძე

inhabitat.com

[wpolling id=”15″ width=”” height=””]
Share