Home » ეკონომიკა » დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული პროცედურის დაწყებიდან განაცხადების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა
დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული პროცედურის დაწყებიდან განაცხადების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა

დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული პროცედურის დაწყებიდან განაცხადების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა

დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული პროცედურის დაწყებიდან დღემდე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით, 4-ჯერაა გაზრდილი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა ქართველ მეწარმეებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ ინიციატივაში.

„ჯერ ძალიან პატარა პერიოდია გასული, თუმცა მინდა ქართველ მეწარმეებს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან მაღალ აქტივობას ვადევნებთ თვალყურს. დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი განაცხადების რაოდენობა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი აქტიურობს ამ თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა არის ძალიან კარგი და მინდა მოვუწოდო ქართველ მეწარმეებს, მაქსიმალურად აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ ინიციატივაში“, – განაცხადა ბახტაძემ.

15 იანვრიდან ფინანსთა სამინისტრომ ქართველი მეწარმეებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნება დაიწყო.

Share