Home » საზოგადოება » “დღეს საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია, სადაც მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის კეთება”
"დღეს საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია, სადაც მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის კეთება"

“დღეს საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია, სადაც მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის კეთება”

სოფლიო ბანკის  2018 წლის Doing Business -ის რეიტინგში, რომელიც განიხილავს 190ქვეყნის რეიტინგს საქართველომ მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ბიზნეს გარემოს და ჩვენი საინვესტიციო კლიმატისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება.

“ჩვენი წინსვლა არის მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, როგორიც არის ბიზნესის დაწყება, ისეთ კრიტერიუმებში, როგორიც არის გადახდის უუნარობის შემთხვევეში კომპანიების ინტერესების დაცვა და კიდევ სხვა. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც ბიზნესს ეწყობა ხელი, რომ დაიწყონ და განახორციელონ საქმიანობა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ კერძო სექტორი და ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი „დრაივერი“, ეს არის ის ნაწილი ჩვენი ეკონომიკისა, რომელიც დღეს იზრდება და ჩვენი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც სექტემბერში დაფიქსირდა, არის სწორედ ამ კომპანიების დამსახურებას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ რეიტინგებში წინსვლა არის სასიხარულო შედეგი ერთობლივი მუშაობის”, – განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, რეიტინგს აქვს კონკრეტული დატვირთვა, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს კომპანიისთვის.

“Douing business აქვს სულ 10 რეიტინგი, ამ ათი რეიტინგიდან, ჩვენ შევძელით წინსვლა გვქონოდა 6-ში, 4-ში საერთოდ არ შეგვიცვლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი კრიტერიუმით რომელსაც Douing business-ი აფასებს, ვერც ერთმა ქვეყანამ ჩვენ შარშან ვერ გვაჯობა. ექვს კრიტერიუმში ჩვენ გვქონდა გაუმჯობესება, მაგრამ 4-ში გაუარესება არ გვქონია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. გამოდის, რომ ევროპის და აზიის რეგიონში საქართველო არის ყველაზე რეფორმისტული ქვეყანა. ეს უკვე ფაქტია. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, Douing business-ი არის ყველაზე კომპლექტური რეიტინგი და სხვადასხვა რეიტინგები როგორიც არის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ა.შ დიდწილად ეყრდნობა ამ კვლევებს”, – განაცხადა გახარიამ.

 

Share