Home » საზოგადოება » „დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გვაქვს, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?“
„დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გვაქვს, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?“

„დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გვაქვს, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?“

საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარყოფითად მიიღო მარიხუანას პრაქტიკული ლეგალიზაციისთვის გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები. მმართველ გუნდში ვითარების გამოსწორებას იმით ფიქრობენ, რომ ასაკის ან პროფესიის მიხედვით დაწესდეს შეზღუდვები მარიხუანას მოხმარებაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პერიოდულად საზოგადოებას აოგნებს, თუ რატომ ამოჭრა ცალკეულმა ქირურგმა პაციენტს ერთი ორგანოს ნაცვლად მეორე. რატომღაც აქამდე ადამიანები ამას ექიმების უცოდინრობით ხსნიდნენ, თუმცა უკვე აშკარაა, რომ წარუმატებელი ოპერაციები მთლად მედიკოსთა უცოდინრობას არ უნდა დავაბრალოთ.

ვინ უნდა გააკონტროლოს, რომ მარიხუანას მოხმარების ქვეშ ქირურგმა დაიცვას ჰიპოკრატეს ფიცი და პაციენტს მორჩენის ნაცვლად არ ავნოს მაინც? რომ სატრანსპორტო საშულების მძღოლმა სადმე არ გადაგვჩეხოს, თუნდაც ტაქსში ჩაჯდომა უხიფათო იყოს და მარიხუანას ზემოქმედებით გაბრუებულმა ტაქსისტმა არ გვავნოს? ამის შესახებ For.ge ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ნარკოლოგ დავით ოთიაშვილს ესაუბრა.

დავით ოთიაშვილი: თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ მე არ ვყოფილვარ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის ინიციატორი. უბრალოდ, კანონპროექტი, რომლის თანაავტორიც მე ვარ, უფრო ნარკოპოლიტიკის კომპლექსურ ცვლილებას ეხება. იქ მარიხუანა არ არის პრობლემური საკითხი, გაცილებით უფრო რთული საკითხებია, რაც ე.წ. მძიმე ინექციურ მოხმარებას ეხება. ამ კუთხით ქვეყანაში კანონმდებლობის შეცვლის გაცილებით მეტი საჭიროებაა. რადგან მოხდა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია, ამასთან დაკავშირებით მეც მაქვს ჩემი დამოკიდებულება. მე ვთვლი, რომ არც ერთი სახეობის ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს, ამიტომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია ჩემთვის მისაღებია.

ახლა მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობენ, ვეთანხმები ჯანდაცვის მინისტრს, რომ წარმოუდგენელია, ქირურგი, მასწავლებელი, მემანქანე, თვითმფრინავის პილოტი სამუშაოს შესრულების დროს იყოს რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის, მარიხუანასი, ალკოჰოლის, თუ ნებისმიერი სხვა ნივთიერების, რომელიც მათ შეუცვლის ფსიქიკურ ფუნქციებს, ცნობიერებას, აღქმის უნარს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მარიხუანა, კონიაკი, შამპანური, ჰეროინი, თუ სხვა ნივთიერება. თუ შედეგი უნდა იყოს ერთი და იგივე, ანუ ადამიანის მიერ თავისი მოვალეობისა და ფუნქციის არასათანადოდ შესრულება, მაშინ რა საშუალება მიიღო ამ ადამიანმა – ლეგალური ალკოჰოლი, თუ არალეგალური ჰეროინი, ჩემთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ გავაკონტროლოთ, რომ კონკრეტული პროფესიის ადამიანმა, რომელსაც სხვა ადამიანების სოცოცხლესთანაქვს საქმე, არ მიიღო მარიხუანა?

– ეს ძალიან რთული საკითხია. უნდა არსებობდეს მოთხოვნა, შრომითი დისციპლინა, რადგან რისკის შემცველი საქმიანობა დაუშვებელია. ეს საქმიანობები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ეს განსხვავდება თავისუფალი მხატვრის საქმიანობისგან, რომელიც მარიხუანას მოხმარების შემდეგ ზის თავის სახელოსნოში და ხატავს. ანუ მხატვრის საქმიანობა გაცილებით ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე თვითმფრინავის პილოტის. ასეთი მაღალი რისკის შემცველი საქმიანობები რეგულირებული უნდა იყოს. ამას უნდა აწესრიგებდეს ადმინისტრაცია, ან კანონმდებლობა, რათა ცალკეული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა ვიღაცებს ზიანი არ მიაყენონ.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი და ყველა ნარკოტიკი საბოლოოდ იწვევსმძიმე ნარკოტიკის შეჩვევას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხომ გახშირდებაახალგაზრდების ჩათრევა ამ საქმეში და უფრო მეტად გავრცელდება მარიხუანა? თუ მისი მოხმარებისას შიში არიქნება, ვინ დაგვიცავს, რომ ისეთი ქირურგი, ტაქსისტი, ან ავტობუსის მძღოლი არ შეგვხდება, რომელიც არგვავნებს?

– ამის პასუხად გეტყვით, რომ დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გაქვთ, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?

ნასვამი მძღოლი ერთი უბედურებაა, მაგრამ ამ ერთ უბედურებას კიდევ მეორე რომ ემატება ნარკოტიკის სახით,უფრო მრავალფეროვანი, მასშტაბური გახდება პრობლემა. ამ მხრივაც ხომ არ გვმართებდა თავშეკავება მარიხუანასლეგალიზაციაზე?

– ლეგალიზაციის შემდეგ ან მოიმატებს მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა, ან არ მოიმატებს. არც ერთს ვამტკიცებ, არც მეორეს. ამას სჭირდება დაკვირვება, მონაცემების შეგროვება და გაანალიზება. ჯერჯერობით საუბრობენ მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდებით. ორივე მხარის პოზიცია არაფრით არ არის დასაბუთებული, ეს ეხება მარიხუანას ლეგალიზებით შეშინებულ ადამიანებსაც და მათ მოწინააღმდეგე ოპტიმისტებსაც. ეს მხოლოდ ვარაუდებია, ამიტომ დავაკვირდეთ და ვნახოთ, გამოიწვევს თუ არა ეს კატასტროფას. მე გასინჯული მაქვს, არ მომწონს მარიხუანა და არც მოვიხმარ. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება აკრძალული იყო და დღეს აღარ არის აკრძალული, მაინც არ ვაპირებ მის მოხმარებას. ასევე მოიქცევიან ჩემი ოჯახის წევრებიც.

თქვენ არ მოიხმართ, რადგან უკვე ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი ხართ, მაგრამ აქ ასაკობრივიგრადაციაა, ლაბილურ ასაკში ახალგაზრდების შეჩვევა ნარკოტიკის მიმართ ძალიან იოლია.

– რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც განვმეორდები, რომ ახლა ძალიან რთულია პესიმისტური, ან ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება. მე ვარ მეცნიერი, მკვლევარი და ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დავაკვირდეთ სანდო მონაცემებს და მერე გამოვიტანოთ დასკვნები.

აქცენტი იმის შესახებაც დაისვა, სააკაშვილის პერიოდში რატომ არ იყო აქტიური თუნდაცთეთრი ხმაურის“, ანნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეთა ცალკეული მოძრაობები? რატომ არავინ ამბობდა, არ დასაჯოთნარკომანები? მიშას დროს მოხსნილი იყო ეს პრობლემა, თუ მაშინ ვერ ბედავდნენ ხმის ამოღებას?

– მოქმედი მკაცრი პოლიტიკის გაპროტესტება აქტიურად დაიწყო 2008 წლიდან. 2008 წელს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას. მას შემდეგ ეს პროცესი არ გაჩერებულა. თუმცა შეიძლება დაგეთანხმოთ იმაში, რომ საპროტესტო მოძრაობის ფორმები შეიძლება უფრო ჩუმი იყო და შესაძლოა, ამაში ზუსტად ის ფაქტორი თამაშობდა თავის როლს, რომ იმ პერიოდში ხელისუფლების ოპონირება არ იყო მთლად უსაფრთხო.

სიკვდილით დასჯას არ ვამართლებ, მაგრამ, თუკი პატარა ხალხები, მათ შორის, აფხაზები ხვდებიან, რომ მათიგენოფონდის გადარჩენის ერთერთი გზა შეიძლება იყოს ნარკოტიკების შეზღუდვა, ჩვენც მცირერიცხოვან ერებსგანვეკუთვნებით. აქედან გამომდინარე, როგორია მცირერიცხოვანი ერების პრაქტიკა? იქაც ლეგალიზებულიამარიხუანა, ან სხვა ნარკოტიკული საშუალებები?

– რთულია, საერთაშორისო პრაქტიკა დავყოთ მცირე და დიდი ერების მაგალითებზე. სიკვდილით დასჯის შემოღება აფხაზებს არაფერს უშველის, მათ სულ სხვა მიდგომა სჭირდებათ. თუ სურთ, ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს ნარკოტიკი, ბავშვობიდან უნდა ასწავლონ, რა არის ნარკოტიკი, როგორია ჯანსაღი ცხოვრება და არა – სიკვდილით დასჯით დაემუქრონ. რაც შეეხება მარიხუანასთან ზოგად მიდგომას, სხვადასხვა ქვეყანაში, განურჩევლად იმისა, პატარაა თუ დიდი ქვეყანაა, ბოლო წლებში აშკარაა კანონმდებლობის შეცვლის ტენდენცია ლიბერალიზაციისკენ, დეკრიმინალიზაციისკენ. ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლობა იცვლება სრული ლეგალიზაციის მიმართულებით. არის ქვეყნები, სადაც მისი მოხმარება ლეგალურია, ამერიკაში 12 შტატში ლეგალურია და კიდევ მეტ შტატში სამედიცინო დანიშნულებითაა დაშვებული მოხმარება. ამიტომ ამ თვალსაზრისით, ის, რაც საქართველოში ხდება, შეიძლება ითქვას, ბევრ სხვა ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებს ასახავს.

ხშირად დემოკრატიის ნიღბის ქვეშ ხდება საეჭვო გადაწყვეტილებების მიღება. თუკი მარიხუანას ლეგალიზებამუარყოფითი შედეგი მოიტანა, მაშინ შეუქცევადი პროცესის უკან დაბრუნება როგორ მოხერხდება? დაქოქილი დადაძრული მანქანა როგორ შეჩერდება?

-მარტივად, გასაღებს გადმოვატრიალებთ და გამოვრთავთ, ანუ კანონში შევიტანთ ცვლილებას.

ანუ ისევ გავამკაცრებთ კანონმდებლობას?

– დიახ, ამას წინ არაფერი დაუდგება. თუ დღეს კანონი ერთი მიმართულებით შეიცვალა, რატომ არ შეიძლება ხვალ ისევ უკანა მიმართულებით შევცვალოთ კანონმდებლობა?!

წყარო: for.ge

Share