Home » მსოფლიო » “დღეს ევროპაში უფრო მეტი კედელია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო”
"დღეს ევროპაში უფრო მეტი კედელია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო"

“დღეს ევროპაში უფრო მეტი კედელია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო”

დღეს ევროპაში უფრო მეტი კედელია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო, ევროკავშირმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ყველაფერზე, – euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მაკედონიის პრეზიდენტმა გიორგე ივანოვმა რომში, ეუთო-ს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მაკედონია გადაულახავი პრობლემების წინაშეა, სიტუაცია არათუ ყოვედღიურად, არამედ საათობრივად უარესდება, რის გამოც ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

“საზღვრების დაკეტვის მცდელობებითა და უამრავი მიგრანტის შეკავებით დღეს მაკედონია ევროპას ევროპისგან იცავს, სად არის ეუთო-ს წინასწარი გაფრთხილების მექანიზმი, რატომ არ დაინახა ამ ორგანიზაციამ ლტოლვილთა ამდენი ნაკადის წამოსვლა, იქნებ მისი სახელიდან სიტყვა უსაფრთხოება საერთოდ უნდა ამოვიღოთ?”- გააკრიტიკა ივანოვმა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაც.
მაკედონიის პრეზიდენტის განცხადებით, იგივე ეხება ევროკავშირსაც.

“ის გადასარევია მშვიდობისა და აღორძინების დროს, მაგრამ არაფერს წარმოადგენს უსაფრთხოებისათვის”, დასძინა მან.
ივანოვი ფიქრობს, რომ ევროპის სიძლიერე დღეს მაკედონიისა და საბარძნეთის სისუსტეზე გადის.

“ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საბერძნეთსაც და მაკედონიასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია”, – აღნიშნა ივანოვმა.

 

euronews.ge

[wpolling id=”12″ width=”” height=””]
Share