Home » საზოგადოება » „დღეს ეროვნული ვალუტის მერყეობისა და გაუფასურების გამო, დანაზოგს ლარში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ გააკეთებს“

„დღეს ეროვნული ვალუტის მერყეობისა და გაუფასურების გამო, დანაზოგს ლარში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ გააკეთებს“

„დღეს ეროვნული ვალუტის მერყეობისა და გაუფასურების გამო, დანაზოგს ლარში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ გააკეთებს“, – ამის შესახებ  ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა სამთავრობო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ყბადაღებული დედოლარიზაცია კი, ბატონო, ჩვენ გვინდა მეტად ლარიზებული იყოს ეს ქვეყანა, მაგრამ სანამ სტაბილურობა არ არის ეკონომიკაში და ნდობა არ არის ლარისადმი, ეს შეუძლებელია. ნდობა რომ გაჩნდება, რასაც რამდენიმე წელი უნდა, ჩვენ დანაზოგებს 100 იქნება თუ მილიონი ლარი, შევინახავთ ლარში. აი, მაშინ უნდა გამოცხადდეს დედოლარიზაცია.

ახლა რომელი ჭკუათმყოფელი შეინახავს ლარში ფულს? ზოგადად, როდესაც ნაკლები რყევებია, არა მარტო მე, არამედ უცხოელი ინვესტორები ყიდიდნენ დოლარს და ინახავდნენ ფულს ლარში. ეს პირველი და უკიდურესი ამოცანაა, რომელიც უნდა დაისახოს ყველა ეკონომიკური მიმართულების მინისტრმა თუ ეროვნულმა ბანკმა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

Share