Home » ეკონომიკა » დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი უკვე ამოღებულია „შავი სიიდან“
დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი უკვე ამოღებულია „შავი სიიდან“

დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი უკვე ამოღებულია „შავი სიიდან“

იმ წესებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მომავალში გამოირიცხება, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი.

„სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა განევითარებინა თავისი კონკურენტუნარიანობა და ის ხშირ შემთხვევაში, წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რისი ცვლილებაც დავიწყეთ. ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს შეეხება. სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ. იმ წესებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ მომავალში, გამოირიცხება, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში. მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? თითქმის 600 000-ზე მეტი ადამიანი იყო შავ სიაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის ერთი მესამედი აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა.

ესაა სრულიად წარმოუდგენელი. ვერცერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ამ ნაწილში ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ესაა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 1-ელ იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 000 მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება. კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომ არა მათი მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია. დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან“, – განაცხადა ბახტაძემ.

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში

 

 

Share