Home » საზოგადოება » დღეიდან თბილისში პირველი ელექტროავტობუსები იმოძრავებენ
დღეიდან თბილისში პირველი ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

დღეიდან თბილისში პირველი ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს. 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში თბილისში ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ.

“დღეს შემოვიყვანეთ ერთი ავტობუსი, რომელიც არის სრულად ელექტრო. გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ხაზებზე ვატაროთ და გავტესტოთ, თუ როგორ უნდა მოეწყოს შემდეგ ინფრასტრუქტურა. იცით, რომ განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან აპირებენ გადასვლას ელექტროავტობუსებზე. ზოგადად ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში თანდათან იხვეწება და საინტერესო ხდება. ჩვენც არ ვიქნებით გამონაკლისი, დედაქალაქსაც ეყოლება ელექტროავტობუსები. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება განვითარდება, აუცილებლად შემოვიყვანთ ელექტროავტობუსებს. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ავტობუსების ქარხნის აშენებაზე საქართველოში და უახლოეს მომავალში ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას”,- განაცხადა კალაძემ.

ავტობუსი ორი კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ტესტირების პროცესის მიზანია ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდა ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით.

Share