Home » ბიზნესი » დღეიდან ავტომობილებს ვეღარ დაალომბარდებთ
დღეიდან ავტომობილებს ვეღარ დაალომბარდებთ

დღეიდან ავტომობილებს ვეღარ დაალომბარდებთ

დღეიდან ავტომობილებს ვეღარ დაალომბარდებთ. ეკონომისტთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, რადგან ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემაა და ავტომობილების დალომბარდების აკრძალვა ბიზნესზე საერთოდ არ იმოქმედებს უარყოფითად, პირიქით, ლომბარდების სერვისს გააუმჯობესებს.

ეკონომისტი ოთარ ანგურიძე აღნიშნულ ცვლილებას დადებათ აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილება სალომბარდე სერვიის უფრო გააუმჯობესებს.

მსგავსი შეზღუდვები, რაც ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ემსახურება ქვეყანაში, ეს ქვეყნის როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამან შეიძლება ზოგიერთი ლომბარდებისთვის გამოიწვიოს სხვა პროფილების შეძენა. თუ აქამდე ლომბარდი მხოლოდ ავტომობილებზე მუშაობდა, უკვე მოიწევს გადაიარაღება და გამსხვილება. ეს კი სერვისს უფრო გააუმჯობესებს და წაადგება ბიზნეს საქმიანობას”, – აცხადებს ანგურიძე.

ეკონომისტთა ნაწილი კი განსხვავებულად ფიქრობს. მათ ეს აკრძალვა არ მოსწონთ.

ეკონომიკის დოქტორის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ავტომობილების დალომბარდების აკრძალვა მცდარი გადაწყვეტილებაა.

“ეროვნული ბანკის ეს აკრძალვა, ავტოლომბარდებთან მიმართებით არის მცდარი. გამოდის რომ ეროვნულმა ბანკმა უკეთესად იცის, თუ როგორ მართოს თავისი საკუთრება, ვიდრე ინდივიდებმა და მოქალაქეებმა. ეს კი თავისთავად, საფუძელშივე არასწორი გადაწყვეტილებაა”, – აცხადებს ჭარაია.

სანდრო პირველი

Share