Home » ბიზნესი » დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიულ კომუნიკაციებს ლადო ციმაკურიძე უხელმძღვანელებს

დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიულ კომუნიკაციებს ლადო ციმაკურიძე უხელმძღვანელებს

დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ლადო ციმაკურიძემ ჩაიბარა. უძრავი ქონების მიმართულებით, მას რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 18-წლიანი კარიერის მანძილზე, მან იმუშავა მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გაყიდვების მიმართულებით ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა „ნაბეღლავი“, „სახალხო ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „უნისონი“, „პოპული“ და სხვ… ამჯერად, დეველოპერულ სფეროში მეღვინეობიდან გადმოინაცვლა და „მეღვინეობა ხარებას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის შემდეგ, „მეგა ჰოლდინგის“ გუნდს შეუერთდა. როგორია ახალი პერსპექტივები მის კარიერაში, ლადო ციმაკურიძისგან მოვისმინეთ.

M: ლადო, უფრო ვრცლად გვიამბეთ, რა შედის თქვენს ფუნქციებში ახალ პოზიციაზე?

მეღვინეობის სფეროდან სამშენებლო სფეროში გადმონაცვლება არა მხოლოდ სამსახურეობრივ ცვლილებას, არამედ პროფესიული ცხოვრების წესის რადიკალურ შეცვლას გულისხმობს, რაც ახალ გამოწვევებთან, ახალი სფეროს შესწავლასთან და გათავისებასთანაა დაკავშირებული. ეს პროცესი საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლოა, თუმცა ამავე დროს გარკვეულწილად კომფორტის ზონიდან გამოსვლასთანაც ასოცირდება, რაც დამეთანხმებით ადვილი არაა, მითუმეტეს როდესაც ტოვებ ისეთ კომპანიას და გარემოს, რომელიც გეამაყება, გიყვარს და სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს. თუმცა, მეორეს მხრივ ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც ახალი პერსპექტივები და განვითარების შესაძლებლობები ჩნდება და უმჯობესია არ შეუშინდე ახალ გამოწვევებს, რადგან ვფიქრობ ადამიანების წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ სიახლეების მიმღებლობა და კონფორტის ზონიდან გამოსვლის შიშის ადვილად დაძლევაა. შესაბამისად, საკმაოდ სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება მეგა ჰოლდინგის შეთავაზებაზე და „მეღვინეობა ხარებას“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან მეგა-ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გადმოვინაცვლე, რომელიც აერთიანებს მარკეტინგის, საცალო და კორპორატიულ გაყიდვების მიმართულებებს.

M: „მეგა ჰოლდინგზეც“ გვესაუბრეთ, რით გახდა თქვენთვის კომპანიასთან თანამშრომლობა საინტერესო?

რაც შეეხება თავად კომპანია მეგა ჰოლდინგს, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ორი საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე მშენებლობით და ასევე სამშენებლო მასალების მწარმოებელი ოთხი ქარხნით, რომელსაც კომპანია მეგა-პროდაქშენი მართავს და ბაზრის უმსხვილესი წილიც უჭირავს B2B მიმართულებით, როგორც დეველოპერული კომპანიებისთვის სამშენებლო მასალების მიწოდების მხრივ, ასევე სხვადასხვა მსხვილი კომპანიების დაკვეთით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესრულების კუთხით.

ფაქტია, რომ დღეს ძალიან დიდი კონკურენციაა სამშენებლო ბაზარზე და მარკეტერების ძალისხმევაც გაათმაგებულია მომხმარებლისთვის საუკეთესო, საინტერესო და მიმზიდველი ურთიერთობის ფორმებისა და პირობების შესათავაზებლად და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჩემს გადაწყვეტილებაში, შემოვსულიყავი ამ სფეროში და მეგა-ჰოლდინგის უზარმაზარი შესაძლებლობების გამოყენებით მეცადა უამრავი საინტერესო პროექტის განხორციელება, რაც საბოლოოდ შექმნის ძლიერ, საინტერესო, სანდო და მაქსიმალურად სასურველ ბრენდს, მისი გამორჩეული კომუნიკაციითა და კულტურით.

M: როგორია ახალ პოზიციასთან დაკავშირებული გეგმები და ხედვა?

ჩემი დეპარტამენტის სამუშაო გეგმები, პასუხისმგებლობები მართლაც უზარმაზარია და ამავე დროს ძალიან საინტერესოც. დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი ბიზნესის უმთავრესი საყრდენი სწორედ საბოლოო მომხმარებელი, მათთან ჰარმონიული კომუნიკაცია, გრძელვადიანი და განმეორებითი ურთიერთობების უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს მათ მოლოდინებთან ბრენდის მიერ განხორციელებული ქმედებების თანხვედრას, მათი კმაყოფილებისა და ლოიალობის მოპოვების მიზნით. ამ კუთხით მეგა ჰოლდინგის სტრატეგიულ ამოცანებში ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა ბრენდის კომუნიკაციის ეფექტურობის ზრდა და ბრენდის მკაფიო პოზიციონირება მომხმარებელში, რაც გაამართლებს ბრენდის დაპირებას: მეგა ჰოლდინგი – შენი ბედნიერი მომავლისთვის! – შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბრენდის დაპირება პირდაპირ მიუთითებს, ჩვენი შემდგომი მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრალურ ამოცანებზე, რომ შევქმნათ ბრენდი, რომელიც ასოცირდება ბედნიერების მონიჭებასთან, სიხარულთან, კომფორტთან, ხარისხთან, ამავე დროს კი მაქსიამლურად გავაადვილოთ და სასიამოვნო გავხადოთ ბრენდის კომუნიკაცია, ურთიერთობა მომხმარებელთან და პირიქით მომხმარებლის მიერ ბრენდთან დამეგობრების სურვილი და შესაძლებლობები, მათთვის მაქსიმალურად მოქნილი ურთიერთობებისა და პირობების შექმნითა და შეთავაზებით.

Marketer.ge

Share