Home » ბიზნესი » “დეველოპერული ბიზნესისთვის 2015 წელი საკმაოდ რთული იყო “
"დეველოპერული ბიზნესისთვის 2015 წელი საკმაოდ რთული იყო "

“დეველოპერული ბიზნესისთვის 2015 წელი საკმაოდ რთული იყო “

 ინტერვიუ  „მენაშენეთა ასოციაციის“  ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილთან

– როგორი წელი იყო 2015 წელი სამშენებლო სექტორისთვის?

– ცოტა რთული შესაფასებელია, რადგან ვალუტის რყევამ ძალიან ცუდად იმოქმედა დარგზე. გაყიდვების კუთხით რთული მდგომარეობა იყო. გარკვეულ პერიოდში იყო ჩავარდნებიც, გამოცოხლებაც, თუმცა, საერთო ჯამში, ვალუტის დევალვაციამ დარგზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარებაზე. ამ სექტორზე, პირდაპირ აისახება ხალხის მატერიალური მდგომარეობა.

– არსებულმა მდგომარეობამ, ხომ არ შეაფერხა ინვესტიციების შემოსვლა?

– ინვესტორი არის ადამიანი, რომელმაც   ფული  უნდა ჩადოს და შემდეგ მოგება მიიღოს. ცხადია, როცა ინვესტორი ხედავს, რომ ქვეყანაში ფინანსური პრობლემებია, თავს იკავებს.  ადამიანს, რომელსაც 3 000 ლარი ჰქონდა ხელფასი და გადაწყვეტავდა, რომ ბინა ეყიდა, ყიდულობდა განვადებით, თვეში იხდიდა 600 დოლარს, ანუ 1000 ლარს, დღეს მას ეს სესხი გაუძვირდებოდა 300 ლარით. შესაბამისად, ამ პრობლემამ  მსყიდველობითუნარიანობის შემცირება გამოიწვია.

– თუ მოხდა რამე კონკრეტული მოვლენა, თუნდაც საკანონდმებლო, რომელმაც დარგის ან განვითარებას შეუწყო ხელი, ან  შეაფერხა? იგივე, საუბარი იყო სამშენებლო ამნისტიაზე.

– არაფერი ისეთი, მნიშვნელოვანი არ მახსენდება. რაც შეეხება სამშენებლო ამნისტიას, ის რალურად არც ამოქმედებულა. მიზეზი არ ვიცი. შემოსავლების სამსახური იხილავს და  ჯერჯერობით არაფერი ისეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს გაურკვევლობა კი ცუდია. ძალიან გაჭიანურდა ეს პროცესი. მუშაობა მიმდინარეობდა ასევე სამშენებლო კოდექსზე, რომელიც ჯერ ძალაში არ შესულა.

– 2016 წელს რა მოლოდინი გაქვთ?

-მოლოდინი მაქვს,რომ რაღაც უკეთესი მოხდება ამ ქვეყანაში. მაგალითად,   სამართლიანონასთან დაკავშირებით    მდგომარეობა გამოსწორდება, ბევრ რამეს ველოდები.

Share