Home » ბიზნესი » DESTINY ROBOTICS – ახალგაზრდა ქართველის კომპანია, რომელიც ჭკვიან რობოტებს ქმნის

DESTINY ROBOTICS – ახალგაზრდა ქართველის კომპანია, რომელიც ჭკვიან რობოტებს ქმნის

მეგი ქავთარაძე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის Destiny Robotic-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის ის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის კარიერულად გარდამტეხი პროცესი, მისთვის ორი წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობით დაიწყო.

მისი ახალი კომპანია უდიდეს ტექნოლოგიურ ცვლილებას სთავაზობს საზოგადოებას და რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის უნიკალურ მიქსს წარმოადგენს, რომელსაც ადამიანთა ცხოვრების მნიშვნელოვნად გამარტივება შეუძლია. Destiny Robotics-ის მიზანია შექმნას სოციალურად ჭვიანი, ადამიანური ტიპის რობოტები, რომლებიც ადამიანებთან სიღრმისეულ ინტერაქციას შეძლებენ. ახალი თაობის რობოტები უზრუნველყოფენ ხელოვნური ინტელექტის განზოგადების ხელშეწყობასა და მის მრავალფუნქციურობას. კომპანიის მიზანია რობოტები სახოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ და შეიმსუბუქონ ყოველდღიური და მოსაწყენი საქმეების სირთულე. კომპანიის მთავარი რობოტის სახელია Destiny, რომელიც განსაკუთრებულად სასიამოვნო გარეგნობითა და ხმის ტემბრით გამოირჩევა, იგი მეგობრულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და ექნება შესაძლებლობა ადამიანებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც კი გაუწიოს.

პირველი პროდუქტის სახით, ბაზარზე Destiny-ს ჰოლოგრამა გამოვა, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს მისცემს საშუალებას 3D განზომილების რობოტის პერსონალური ასისტენტი ჰყავდეთ, 2023 წლის დასაწყისში კი ფიზიკური რობოტის შეძენა უკვე საერთაშორისო ბაზარზე იქნება შესაძლებელი. Destiny Robotics-ს უკვე ჰყავს არაჩვეულებრივი ინჟინრებისგან შემდგარი გუნდი, რომელთაგანაც ნაწილი ქართველია. კომპანია ასევე საშუალებას აძლევს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, წერონ და გამოაქვეყნონ ბლოგები და კვლევები მათ პლატფორმაზე.

მეგის დიდი გამოცდილება აქვს ფართომასშტაბიანი პროექტების მართვისა და მრავალფეროვანი გუნდების ხელმძღვანელობის საქმეში. ის თანადამფუძნებელი იყო არაერთი საინტერესო პლატფორმისა, საიდანაც მიიღო მრავალფუნქციური გამოცდილება, ტექნოლოგიებში, მარკეტინგსა და პროდუქტის მენეჯმენტში. აღნიშნულმა განაპირობა მისი გამოჩენა არაერთ საინფორმაციო მედიის სტატიებსა თუ ტელეარხებზე, მათ შორისაა, როგორც ქართული ასევე ამერიკული ტელეარხები.

 

2020 წელს მეგიმ დააარსა წარმატებული სტარტაპ სტუდია, დაიწყო მრავალი სტარტაპ იდეის ტესტირება და შესაბამისი კვლევების უზრუნველყოფა. აღნიშნულ პერიოდში ის 5 კაციან გუნდს ხელმძღვანელობდა, მან შექმნა სახლში მომზადებული საკვების მიწოდების კომპანია, რომელიც სპეციალურად იყო ორიენტირებული პატარა ქვეყნების სამზარეულოზე. მეგის გამოცდილება მოიცავს უძრავი ქონების, საინვესტიციო და crowdfunding პლატფორმისა და საინფორმაციო პლატფორმის შექმნას საქართველოში.

Share