Home » ეკონომიკა » “დელტა” სახანძრო მანქანების წარმოებას იწყებს
"დელტა" სახანძრო მანქანების წარმოებას იწყებს

“დელტა” სახანძრო მანქანების წარმოებას იწყებს

ახალი სახანძრო მანქანების შექმნასა და აღჭურვაზე, ქართული კომპანია “დელტა” და ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” იმუშავებენ

პრემიერმა კვირიკაშილმა ავსტრიულ კომპანიასთან ქართული სახანძრო მანქანების ერთობლივ წარმოებაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

მანქანის კონკრეტულ დელატებზე ჯერჯერობით “დელტას” წარმომადგენლებდი ვერ საუბრობენ, თუმცა ცნობილია ის, რომ ახალი მანქანა ჯავშანტრანსპორტიორ დიდგორის ბაზაზე აეწყობა, სახანძრო აღჭურვილობა კი ავსტრიული იქნება.

“გამოძახების დროს ეკიპაჟმა ფაქტიურად არ იცის, რა ტიპის წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას. შესაბამისად გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ მანქანები აღიჭურვოს სამხედრო კლასის დაკიდების სისტემით. ინტენსიურად ვემზადებით ამ სამუშაოების დაწყებისთვის და ვგეგმავთ ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ამ მანქანის პირველადი მოდელების შექმნა”, – აცხადებს დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი.

ახალი სახანძრო მანქანების შექმნას და ავტოპარკის სრულ განახლებას რამდენიმე წელი დაჭირდება. პირველი მოდელი მზის სინათლეს ორიოდე თვეში იხილავს.

შოთა ხაფავა

Share