Home » ბიზნესი » ,,დაზღვევის საპენსიო სისტემის შემოსაღებად საქართველო მზად არ არის”
დაზღვევის საპენსიო სისტემის შემოღებისთვის საქართველო არ არის მზად

,,დაზღვევის საპენსიო სისტემის შემოსაღებად საქართველო მზად არ არის”

სადაზღვევო სექტორი საქართველოში საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფომ დაზღვევის მიმართულებით რამდენიმე პროექტი განახორციელა, ამას სექტორისთვის დიდი შემოსავალი არ მოუტანია.
რა პრობლემები აქვთ დღეს სადაზღვევო კომპანიებს, რა მიმართულებით სჭირდებათ მათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სხვადასხვა სავალდებულო დაზღვევის არსებობა, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს”, სადაზღვევო კომპანია ,,უნისონის” გენერალური დირექტორი ვასილ ახრახაძე ესაუბრა.

გთავაზობთ ერთ-ერთ მონაკვეთს ინტერვიუდან, ვასილ ახრახაძე საქართველოში საპენსიო დაზღვევის სისტემის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

– ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას საპენსიო დაზღვევის სისტემა, როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ამოქმედება?
– დაზღვევის საპენსიო სისტემის შემოღებას ქვეყანაში, რა თქმა უნდა მივესალმები, რადგან ეს უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ რომ საქართველო ამისათვის, ჯერ-ჯერობით არ არის მზად. პირველი იმიტომ, რომ არ არის ჩამოყალიბებული შესაბამისი კანონმდებლობა ამისთვის და ასევე, არ არის შესაბამისი საშუალებები იმისთვის, რომ სხვადასხვა პირების მიერ საპენსიო ფონდში შემოტანილი ფინანსების აგრეგირება მოხდეს და შესაბამისი ღირსეული ინტერესით დაუბრუნდეთ მათ უკან ეს თანხები. დღეს მოგეხსენებათ, ბანკები უფრო მეტ პროცენტში აგენერირებენ თანხებს. დეპოზიტზე შეტანილ თანხას ბანკი საკმაოდ მაღალ პროცენტში აბრუნებს უკან და აუცილებელია ამაზე მეტი ინეტერესი შესთავაზოს საპენსიო ფონდმა, რათა ის უფრო საინტერესო გახდეს მომხმარებლისთვის. ამის განხორციელება, რომ შეძლოს სადაზღვევო სექტორმა უნდა ჰქონდეს რეზერვების განთავსების საშუალება. ამისთვის ერთ-ერთი საშუალება არის ფასიანი ქაღალდები. მნიშვნელოვანია, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი იყოს განვითარებული, ასევე უნდა იყოს საშუალებები, რომ კომპანიებმა ეს თანხები ფონდებში განათავსონ და შემდგომ სარგებელი მიიღონ. ამის საშუალება სამწუხაროდ დღეს არ არის, ფასიანი ქაღალდების ბაზარიც სათანადოდ არაა განვითარებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ საკანონმდებლო საკითხები უნდა დარეგულირდეს. მეორეს მხრივ, სადაზღვევო ინდუსტრია უნდა მომძლავრდეს და განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” #431-ე ნომერში

[wpolling id=”9″ width=”” height=””]
Share