Home » ეკონომიკა » დავით სონღულაშვილი: სებ-მა ლარის მართვის გეგმა უნდა წარმოადგინოს

დავით სონღულაშვილი: სებ-მა ლარის მართვის გეგმა უნდა წარმოადგინოს

ეროვნული ვალუტის დევალვაციის შესახებ დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა.

“საქმის კურსთან” საუბრისას, სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის მართვის გეგმა უნდა წარმადგინოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის მართვის გეგმა, გაკეთდეს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. შესაბამისად, იქნება პროგნოზირებადი ყველა ის პროცესი, რომელსაც ამ თემასთან მიმართებაშია. ეს გამოწვევა არის არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჯამში ყველა ასეთი პატარა ეკონომიკებისთვის.

ამიტომ, არასტანდარტული გადაწყვეტილებებით, არასტანდარტული მიდგომები საკითხის მიმართ არის მნიშნელოვანი”,

დავით სონღულაშვილმა მოსალოდნელ შესაძლო ლოქდაუნზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ეს ძალიან მძიმე იქნება, თუმცა აქ მთავარია ზღვარი ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ მდგომარეობასთან გადის.

“ეს გამოწვევა არის, თუმცა ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და აღვნიშნო – უნდა გავიაროთ ზღვარზე ერთის მხრივ ადამიანის ჯანმრთელობის, რომელიც უპირობოა და მეორეს მხრივ, რომ ეკონომიკა არ დაზიანდეს ბოლომდე. ამიტომ, ეს დამოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაზე, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ის წესები და რეკომენდაციები, რომელიც პანდემიას თან ახლავს.

Share