Home » საზოგადოება » დავით სონღულაშვილი: საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად, ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის

დავით სონღულაშვილი: საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად, ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის

პანდემიის შემდგომ, ფაქტობრივად ესაა ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა, რომელიც მსოფლიო ტურიზმს მასპინძლობს, – ამის შესახებ, „ქრონიკას“ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა.

მსგავსი: GALT & TAGGART: აპრილში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $98.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ გამოფენის მასპინძელია. ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის, რომ საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად. ეს სექტორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შესაბამისად ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. მთავრობის მეთაური დღეს მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრო, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

დავით სონღულაშვილი: სებ-მა ლარის მართვის გეგმა უნდა წარმოადგინოს

 

Share