Home » საზოგადოება » დავით სოკოლოვს, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს ბინას ელოდებოდა, კახა კალაძემ სახლი აჩუქა

დავით სოკოლოვს, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს ბინას ელოდებოდა, კახა კალაძემ სახლი აჩუქა

ცნობილი ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის საცხოვრებელი სახლის პრობლემა 20 წლის განმავლობაში ჰქონდა. წლების წინ, მან ბინის შესაძენად თანხა შეიტანა, თუმცა ომიანობის პერიოდის გამო მშენებლობა შეჩერდა და მობინადრეებმა დაკარგეს თანხა. ერთ-ერთი იყო დავით სოკოლოვი, რომელიც 20 წლის მანძილზე ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას და როგორც მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეს საკითხი კახა კალაძის მეშვეობით გადაწყდა და მას უკვე საკუთარი სახლი აქვს.

„20 წელიწადი ვისთანაც შევედი კაცმა ყურადღება არ მომაქცია, ადამიანიშვილმა, ბოლოს ვიფიქრე, რომ კალაძე დანიშნეს და ამასთანაც შევალ, ე.ი ლაპარაკი ვერ მოვასწარით, რომ იმავე დღეს გადაწყვიტა ჩემი საქმე. მეორე დღეს, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ მობრძანდით უნდა გაგიფორმოთო არ დავიჯერე, გამოვთაყვანდი რა.

მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩავარდნილი ვარ ძალიან ბევრი სიხარული ვიგრძენი“, – ამბობს ვიდეოში დავით სოკოლოვი.

Share