Home » საზოგადოება » დავით სერგეენკო: “ჰუმანითი ჯორჯიას” უხარისხო მედიკამენტები შემოჰქონდა
დავით სერგეენკო: "ჰუმანითი ჯორჯია" უხარისხო მედიკამენტები შემოჰქონდა

დავით სერგეენკო: “ჰუმანითი ჯორჯიას” უხარისხო მედიკამენტები შემოჰქონდა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უხარისხო მედიკამენტების ნაწილი შემოწმების შემდეგ გაყიდვიდან ამოიღეს. ამის შესახებ სერგეენკომ “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარიხის კომენტირებისას განაცხადა.

“ჩვენი სტრატეგია იყო, გაგვეზარდა კონკურენცია ქართულ ბაზარზე, არამხოლოდ ერთი კომპანიისთვის, მათ შორის ჰუმანითსთვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც შემოგვთავაზებდა მაღალი ხარისხის და იაფიან მედიკამენტებს. ჩვენ მრავალი კომპანიის მედიკამენტების სინჯებს ვუკეთებთ ანალიზს, როგორც ადგილზე ასევე, მათ შორის ბრემენის ლაბორატორიაში, მივიღეთ ნაწილზე დადებითი, ნაწილზე უარყოფითი პასუხები, რომლებიც დაექვემდებარა ამოღებას ქსელიდან”,- აცხადებს სერგეენკო.

მინისტრის თქმით, მედიკამენტი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატი არ ექნება, მთავრობა არ შეიძენს.

“დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, ამის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ ორი კვირის განმავლობაში იქნება შემოტანა და დისტრიბუცია. ამ მედიკამენტებზე ჩვენ დავაწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლის ნიშნული, მედიკამენტები უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ან სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, უნდა წარმოადგინონ ამ სერიაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატი. ეს არის ფაქტობრივად გარანტირებული დაცვა იმისა, რომ ეს მედიკამენტები იქნება ხარისხიანი”, – განაცხადა სერგეენკომ.

Share