Home » საზოგადოება » დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდი სასტუმრო ბიზნესის კომპონენტიდან გავა

დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდი სასტუმრო ბიზნესის კომპონენტიდან გავა

საპარტნიორო ფონდი სასტუმრო ბიზნესის კომპონენტიდან გავა. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ “აფბასა” და საპარტნიორო ფონდის ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით,ფონდის აქტივში დარჩება მხოლოდ მთის კურორტების სასტუმროები.

როგორც საგანელიძემ განაცხადა, ფონდმა საკმარისად შექმნა ბრენდები. ამ დროისთვის ფონდი ფლობს წილს ლიკანსა და წინანდალში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციას იწყებს. ის საქართველოს განვითარების ფონდად გარდაიქმნება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, კანონპროექტი მუშავდება და ის პარლამენტს მალე გადაეგზავნება. ფონდის რესტრუქტურიზაციის გეგმა ფონდის განახლებულმა მენეჯმენტმა უნდა მოამზადოს.

Share