Home » საზოგადოება » დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნება
დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნება

დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში დღეს დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნება. მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაათვალიერებს. ხელი მოეწერება მემორანდუმს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის.

”დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა ფედერაციას წიგნებით მოამარაგებს. წიგნები სპორტულ დარბაზებში განთავსდება და ხელს შეუწყობს სპორტსმენების წიგნიერების ამაღლებას. ფედერაცია თავის მხრივ ეროვნული ბიბლიოთეკის სპორტის ბიბლიოთეკას თავისი გამოცემებით მოამარაგებს.

 
სპორტის ბიბლიოთეკაში განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ლიტერატურა და უახლესი გამოცემები სპორტის შესახებ”, – აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

Share