Home » საზოგადოება » დავით ნარმანია: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ თუ იმპორტი გაიზრდება, გაუარესებული კურსის პირობებში, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

„ელექტროენერგიის ნაწილში არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის გადაანგარიშებები ამ ეტაპზე, გამომდინარე იქედან, რომ შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე.

ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ელექტროენერგიის წილი საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ კალათაში. ეს ხაზს უსვას იმას, რომ ადგილობრივი გენერაცია უნდა განვითარდეს და ადგილობრივი ჰესები უნდა ავაშენოთ.

ჩვენ თუ იმპორტი გაგვეზარდა ენერგიის ნაწილში, გაუარესებული კურსის პირობებში ბუნებრივია ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს“, – განაცხადა ნარმანიამ.

 

მსგავსი: „თუ ლარი მკვეთრად გამყარდება, კომისია „თბილისი ენერჯის” აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს“

Share