Home » საზოგადოება » დავით მესხიშვილი: კამერების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ინსპექტირების ვადა გადაცილებაზე არ რეაგირებს

დავით მესხიშვილი: კამერების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ინსპექტირების ვადა გადაცილებაზე არ რეაგირებს

“კამერების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ინსპექტირების ვადა გადაცილებაზე არ რეაგირებს”, – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს.

მესხიშვილის განმარტებით, ქალაქში გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე გადაადგილდებიან.

“ადრე ვამბობდი, რომ დადგებოდა რეფორმის ჩავარდნის საფრთხე, ახლა ვამბობ, რომ რეფორმა ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დგას. იმდენად მწვავეა დღეს პრობლემა, რომ ამაზე ხმის არ ამოღება, ნიშნავს უბრალოდ გაჩერებას და სფეროს ჩავარდნას. ბიზნესმა თავის დროზე მიიღო დაპირება, რომ კანონის აღსრულება იქნებოდა სათანადო დონეზე, შესაბამისად, იქნებოდა მიმართვიანობაც.

ბიზნესმა ამის გამო დამატებით 50 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი მოიზიდა და ინვესტიცია განახორციელა. დღეს სფერო ღაფავს სულს, სუფთა ბიზნესის ნაწილში თუ შევხედავთ. კამერების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ინსპექტირების ვადა გადაცილებაზე არ რეაგირებს. მხოლოდ რამდენიმე ერთეულია ჩართული ქვეყნის მასშტაბით”, – აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ ტექინსპექტირების ცენტრებმა პრემიერს, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს მიმართეს ტექინსპექტირების რეფორმის აღსრულების მოთხოვნით.

წერილში კომპანიები აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები პერიოდულ სავალდებულო ინსპექტირებას თავს არიდებენ.

Share