Home » საზოგადოება » დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე გიორგი წოწკოლაური იქნება
დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე გიორგი წოწკოლაური იქნება

დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე გიორგი წოწკოლაური იქნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ გიორგი წოწკოლაური ინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ დანიშვნის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არის.

გიორგი წოწკოლაური პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს.  ამ თანამდებობაზე გიორგი წოწკოლაურმა მიხეილ დუნდუა შეცვალა, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა. გიორგიწოწკოლაური კი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

Share