Home » საზოგადოება » დავით სერგეენკო: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა შემოდგომაზე დაიწყება
"ყველა ოპონენტს, ექსპერტს და მედიას, ვთხოვ, მოჭრილი კუთხით ნუ უყურებთ ჯანდაცვას“

დავით სერგეენკო: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა შემოდგომაზე დაიწყება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა შემოდგომაზე დაიწყება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვა არის ოჯახის ექიმი, უბნის ექიმი. განვითარებულ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემების 80%-ს აგვარებს ოჯახის ექიმი და მხოლოდ 20%-ს სჭირდება სტაციონართან მიმართვა. ჩვენთან ეს პარიტეტი პირიქითაა. 90% მიდის კლინიკებში.
ჩვენი ამოცანაა, პირველადი ჯანდაცვის თვისობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები გაუმჯობესდეს. ეს გამოიხატება რამდენიმე მიმართულებაში. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, როდესაც პოლიკლინიკები და ამბულატორიები გარემონტდება და აღიჭურვება.

მთელი საქართველოს მასშტაბით გავაკეთეთ რისკების შეფასება. სად რამდენი დაწესებულებაა დაზუსტებულად ვიცით, სად რამდენს სჭირდება ეს. იმისთვის რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა მოახერხონ სწრაფი და ეფექტური მოვალეობების მაქსიმალური შესრულება, აუიცილებელია მათი გადამზადება და ფინანსური უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ოჯახის ექიმების, განსაკუთრებით, სოფლის ექიმების ფინანსური უზრუნველყოფა. რაც შარშან სამწუხაროდ, შევძელით 30%-ით გაგვეზარდა. ის დანახარჯები, რაც უნდა შემცირდეს, გართულებული შემთხვევების მართვაში, ეს ფინანსური ნაკადები გადამისამართდება პირველად ჯანდაცვაზე.

ვფიქრობ, პირველად ჯანდაცვაზე შემოდგომაზე, ოქტომბერის ბოლოს უკვე გვექნება კონკრეტული გაწერილი გეგმა-სტრატეგია, რომელსაც რა თქმა, უნდა წარვუდგენთ საზოგადოებას და ვიმოქმედებთ ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა მინისტრმა.

წყარო : iPress.ge

Share